ლოტინა:"მხოლოდ ერთი რამ მსურს:"ბერნაბეუზე" ღირსეულად ვითამაშოთ"

"დეპორტივოს" მთავარმა მწვრთნელმა,რომლის გუნდიც ლა ლიგის პირველ ტურში შეხვდება მადრიდის "რეალს",აღნიშნა მადრიდელთა სიძლიერე და მისი გუნდის სუსტი მხარეები.მან თხოვა თავის ფეხბურთელებს ამბიციურობა.


თქვენ უყურეთ "რეალის" მატჩს "როსენბორგის" წინააღმდეგ?

ვუყურე.მათ გააკეთეს არაჩვეულებრივი ტრანსფერები.ისინი ძალიან ძლიერები არიან შეტევაში და ფლობენ უმაღლეს ინდიდივუალურ ტექნიკას.ეს გუნდი სულით გამარჯვებულია,მათ ადვილად გააქვთ გოლები."როსენბორგმა" ჩემში სუსტი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა,მაგრამ ვიმედოვნებ ეს ასე არ არის.

რა ცვლილებები მოხდა პელეგრინის მოსვლის შემდეგ?

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,თითქოს ისინი უფრო გაძლიერდნენ შეტევაში და ბურთის ფლობა შეუძლიათ დიდხანს კრისტიანოს,კაკასა და რაულის ხარჯზე.ხაბი ალონსოსა და ლასანა დიარას ხარჯზე ისინი ძლიერები იქნებიან ნახევარდაცვის ცენტრში.ისინი ბურთს აკონტროლებენ,პასებით ამარაგებენ თავდამსხმელებს და ზონას უთავისუფლებენ მცველებს.ერთი შეხედვით "რეალი" ძლიერია,მაგრამ ცოტა უნდა დავიცადოთ.

"რეალის" პოტენციალი გაშინებთ?

"ბერნაბეუზე" გამარჯვება მუდამ რთულია.როგორც მწვრთნელი ამ სტადიონზე ვერ მივაღწიე გამარჯვებას.თუ გეშინია,ხდები პატარა გუნდი,მაგრამ როცა გუნდს აფასებ,მაშინ უფრო ძლიერი ხდები.

თქვენ ითამაშებთ სამი ჩამშლელი ნახევარმცველით,რათა გაურთულოთ საქმე მადრიდელებს?

მე უკვე შემუშავებული მაქვს ტაქტიკა.ჩვენ ვითამაშებთ 4–2–3–1 ტაქტიკით.მე მსურს ჩვენ ვითამაშოთ გაბედულად.მსურს ვიხილო გაბედული "დეპორტივო".არ მინდა გასულ წელს ჩემი გუნდის თამაშის გახსენება "კამპ ნოუზე".თუ წავაგებთ,ვერაფერს გავაკეთებ.

თუ თქვენ მოიგებთ,დიდი გამოხმაურება მოჰყვება ამას...

მე მსურს მოგება,მაგრამ არა იმიტომ,რომ გაზეთის პირველ გვერდზე ვიყოთ,არამედ გულშემატკივრების გასახარად.

და შეიძლება ასეთ "რეალს" მოუგო?

ერთადერთი,რაც არ მსურს ისაა,რომ მატჩის მეოცე წუთზე არ მინდა იფიქრონ ფეხბურთელებმა,თუ ვის გაუცვლიან მაისურს.მე მსურს ღირსეულად ვითამაშო "ბერნაბეუზე" და ღირსეულადვე წავიდე.ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ქულას ავიღებთ ამ მატჩში.

როგორც ჩანს,კაკამ და ბენზემამ უფრო სწრაფად გაიარეს ადაპტაცია,ვიდრე კრისტიანო რონალდომ...

კაკასა და ბენზემას ერთი უპირატესობა აქვთ კრისტიანოსთან:კაკა მოვიდა იტალიის ჩემპიონატიდან,სადაც უფრო ჩაკეტილია თამაში,ესპანეთში კი გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ.კრისტიანო მოვიდა ჩემპიონატიდან სადაც გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ,აქ კი მას დახვდა უფრო შემტევი სტილის ფეხბურთი.ნიჭიერი ფეხბურთელები სახიფათონი არიან და მჯერა,რონალდოც მალე გაივლის ადაპტირებას.

რას იტყვით რაულის ირგვლივ გამართულ დებატებზე?

რაულს აქვს ყველაფერი,რაც უნდა გააჩნდეს ნამდვილ ფეხბურთელს.მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ,რადგან ვიცი თუ რა ძნელია ამდენი წელი უმაღლეს დონეზე თამაში.მე მას არაჩვეულებრივ ფეხბურთელად ვთვლი.ესპანეთში რამდენიმე ფეხბურთელმა დაიმსახურა ჩემი ქება:რაული,ბარახა,ხავი და ვალერონი.მათით მუდამ უნდა ამაყობდე და აფასებდე.მე აღფრთოვანებული ვარ რაულით.

ვარჯიშებზე ძალიან ბევრს საუბრობდით ბოდიპოსთან ერთად,რომელსაც ძალიან ბევრი კლუბი აკვირდება და სრულ გაურკვევლობაშია...

მან მე კარგად გამიგო.მე მესმის მისი.თუ მას ექნება კარგი წინადადება,მას გავუშვებთ,თუ არადა,მაშინ ჩვენთან დარჩება.

და რიკი?

თუ ვინმეს სურს გადაიხადოს მასში 8 მლნ.ევრო,მაშინ შეუძლია წაიყვანოს ის.

კიდევ არიან ისეთი ფეხბურთელები,რომლებსაც წასვლა სურთ?

ასეთ სიტუაციაშია ლაფიტა.ჩვენ მოგვიწევს ფეხბურთელების გაყიდვა.გულშემატკივარი კი ითხოვს კარგ გუნდს.ვისაც სურს შეიძინოს ლოპო ან ფელიპე,მათ რჩებათ ორი დღე ამისთვის.


ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

  • faqo
  • 29 აგვისტო 2009
  • 1894
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)