ბენზემა ნელ-ნელა ძირითადს უახლოვდება

მოგეხსენებათ, რომ ევროპის გრანდების მწვრთნელები, სეზონის დასაწყისში აქტიურ როტაციას მიმართავენ, ერთადერთი გამონაკლისია ჟოზე მოურინიო.


ავიღოთ მაგალითი გვარდიოლასგან. წელს მას პრაქტიკულად ჯერ არ ჰქონია შემთხვევა, რომ ორ თამაშში ზედიზედ ერთი ძირითადი შემადგენლობა გამოეყვანა. ბარსელონას ფეხბურთელებიდან 15-16 აქტიურად მონაწილეობს ლა ლიგის თამაშებში. ძნელი მისახვედრი არაა, რომ სეზონის ბოლოს ეს ციფრი 11-12 ფეხბურთელამდე დაიწევს.

ჟოზე მოურინიომ სხვანაირად დაიწყო სეზონი. ის თითქმის არ ცვლის ძირითად შემადგენლობას. ჟოზეს მთავარი მიზანია პირველი თერთმეტეული შეეჩვიოს ერთმანეთს. მას სურს ჩამოყალიბდეს გუნდის სტილი, მაგრამ ზღვარი ძირითად შემადგენლობასა და სათადარიგოს შორის ძალიან პატარაა. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც პირნათლად არ შეასრულებს ჟოზეს დავალებას, მოედანზე ადგილს ვერ დაიმკვიდრებს.

ბელორუსელი ფეხბურთელი ბარსელონაში თამაშის დროს ძალიან უკმაყოფილო იყო, რომ პეპი მას ყურადღებას არ აქცევდა, არ ესაუბრებოდა, იგნორირებას უკეთებდა, მაგრამ მოურინიო სულ სხვაა..

მარიო ბალოტელი თავის ურთიერთობას ჟოზესთან ოთხი მიმართულებით ყოფდა: ყვირილი, ჩახუტება,იგნორირება და ბევრის მოთხოვნა. როცა მარიომ დაიწყო მოთხოვნების შესრულება, ჯოზემ იგნორირება შეწყვიტა. აშკარაა, რომ ჟოზემ ბენზემას ბევრი მოთხოვნა წაუყენა, თუ კარიმი შაბათს ტრავმირებულ კრისტიანოს ნაცვლად გამოვა, მას შანსი მიეცემა, მაგრამ ვნახოთ თუ შეძლებს ფრანგი ფეხბურთელი ჟოზეს დავალების შესრულებას.


ინფორმაციის წყარო: as.com dle 10.1

  • dato818
  • 20 ნოემბერი 2010
  • 2065
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)