პირენეის ნახევარკუნძული.სტარტის წინ.

ესპანეთის ჩემპიონატის დაწყების წინ Goal.com–ი აფასებს ჩემპიონობის შანსებს პრივერადივიზიონში.


გასულმა სეზონმა ესპანეთის ჩემპიონატში ჩაიარა ერთი გუნდის–"ბარსელონას" გრანდიოზული გამარჯვებით.პეპ გვარდიოლას შეგირდებმა მოიგეს ყველა ტურნირი,რაშიც ირებდნენ მონაწილეობას.წელს კატალონიელებს ჰყავთ იგივე შემადგენლობა.მათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ პოტენციალი.გასულ კვირას მათ მოიგეს ესპანეთის სუპერთასი.მიუხედავად ამისა,"ბარსელონას" გულშემატკივრები ახალ სეზონს საფრთხით უყურებენ.მათ აქვთ ამის მიზეზი.ამ მიზეზს ფლორენტინო პერესი ჰქვია.

მადრიდის "რეალი"

კაკა,კრისტიანო რონალდო,რაულ ალბიოლი,ქარიმ ბენზემა,ალვარო არბელოა და ხაბი ალონსო–ახალმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სწორედ ეს ფეხბურთელები მიიყვანა "სანტიაგო ბერნაბეუზე".პერესმა მხოლოდ ფრენკ რიბერის შეძენა ვერ მოახერხა მიუნხენის "ბაიერნიდან".შეიცვალა მწვრთნელიც.ხუანდე რამოსის ნაცვლად მოვიდა ჩილელი სპეციალისტი მანუელ პელეგრინი.ფლორენტინომ თავისი პირველი გამოჩენისას წარმოთქვა სიტყვა "გალაქტიკოსი",რაც იმას ნიშნავდა,რომ ყოველ ზაფხულს გუნდი შეიძენდა ერთ სუპერვარსკვლავს."რეალმა" გააოცა გულშემატკივარი წელს განხორციელებული ტრანსფერებით.

სანამ გულშემატკივარი ზეიმობდა ახალი ფეხბურთელების მოსვლას,გამოჩნდნენ სკეპტიკოსები.როცა გუნდში მოდის 2–3 ახალი ფეხბურთელი,შეიძლება წამოიქმნას პრობლემები.მადრიდში კი პრაქტიკულად შეიქმნა ახალი გუნდი,ახალ მწვრთნელთან ერთად.იბადება კითხვა:რამდენი დრო დასჭირდება პელეგრინის,რათა შექმნას უძლეველი გუნდი?სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს,რომ ამას დასჭირდება ორი წელი,მაგრამ "რეალში" არ აპირებენ ამდენ ლოდინს.ხელმძღვანელობის აზრით,გუნდმა ამ სეზონიდანვე უნდა დაიწყოს ტიტულების მოგება.2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუზე" და ეს ქმნის ტიტულების მოგების ილუზიას.ნებისმიერ მწვრთნელს შეშურდება მანუელ პელეგრინის.მას ჰყავს საუკეთესო ფეხბურთელები შემადგენლობაში.თუ ჩილელი მოიგებს რაიმე ტიტულს გუნდთან ერთად,ყველა დაიწყებს საუბარს:"მას ხომ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავდა"! თუ ვერ მოიგებს ვერაფერს,მაშინ იტყვიან:"პელეგრინი?მან ასეთი შემადგენლობით ვერაფრის მოგება ვერ შეძლო".ეს ყველაფერი "რეალს" ხდის პრიმერადივიზიონის ფავორიტს.

"ბარსელონა"

სანამ "რეალი" ფეხბურთელების ყიდვით იყო დაკავებული,კატალონიელი ფანები იმას ფიქრობდნენ,ვის ტრანსფერს გაჩარხავდა მათი საყვარელი კლუბი.და ბოლოს აუსრულდათ ნატვრა–კატალონიის დედაქალაქში გამოჩნდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი,სერია ა–ს საუკეთესო ბომბარდირი გასულ წლებში.ამ ტრანსფერს შეეწირა სამუელ ეტო'ო,რომელიც გადავიდა "ინტერში" და 45 მლნ.ევრო.ტიერი ანრიმ სამუელ ეტო'ოს საუკეთესო ფორვარდი უწოდა."ბარსელონას" ხელმძღვანელობას სურდა ეჩვენებინა ყველასთვის,რომ ვარსკვლავების ყიდვა მარტო "რეალს" არ შეუძლია.

უკვე ჩანს,რომ "ბარსელონაში" ყველაფერი რიგზეა.გვარდიოლას შეგირდები ადვილად გაუსწორდნენ "ბილბაოს" ესპანეთის სუპერთასის ფინალში.ლა ლიგის დაწყებამდე კატალონიელებს ელით მატჩი დონეცკის "შახტართან" ევროპის სუპერთასზე.სწორედ მონაკოში გადაწყდება დიმიტრი ჩიგრინსკის ბედი,რომელიც ძალიან სურს გვარდიოლას.

ვისგან ველოდოთ სიურპრიზებს?

ისეთ გუნდებად,რომელთაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ "რეალსა" და "ბარსელონას",შეიძლება მივიჩნიოთ "ატლეტიკო","სევილია" და "ვალენსია".ამ გუნდებმა თავიანთი ლიდერები–ლუის ფაბიანო,კანუტე,ვილია,ფორლანი და აგუერო შეინარჩუნეს."ატლეტიკომ" მიაღწია დიდებულ გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბერძნულ "პანათინაიკოსთან".საერთო ჯამში მადრიდელებმა 5:2 მოიგეს."ვილიარეალმა" დაკარგა მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი,რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმუშავებს.ვრცელდება ხმები ჯუზეპე როსის "იუვენტუსში" შესაძლო ტრანსფერზე,მიუხედავად იმისა,რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო დარჩა.


ინფორმაციის წყარო:Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 29 აგვისტო 2009
  • 3237
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)