სერხიო რამოსი მზად 13 სექტემბრისთვის იქნება
სერხიო რამოსი "რეალის" ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელია.ის ახლა ტრავმის მოშუშების პროცესს გადის.ანდალუსიელმა ვერ შეძლო ვერცერთ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიღება.სერხიო ახლა გადის რეაბილიტირებას და მზად 13 სექტემბრისთვის იქნება.ამ დღეს გაიმართება ლა ლიგის მეორე ტური.
გასულ სეზონში რამოსს აკრიტიკებდნენ თავისი ცუდი თამაშის გამო.ახლა,სერხიომ,რომელმაც გასულ სეზონში განაცხადა,რომ ვერ იღებდა სიამოვნებას თამაშისაგან, სრულიად განიტვირთა და მზადაა ჩვეულად ითამაშოს.მისი მოედანზე გამოჩენა კონფედერაციის თასის შემდეგ შესაძლებელია 13 სექტემბერს.,ლა ლიგის მეორე ტურში,სადაც "რეალი" დაუპირისპირდება "ესპანიოლს" ახალ სტადიონ "კორნელია პრატზე".
ამ დრომდე რამოსი ვარჯიშობდა სპორტდარბაზში,მომდევნო დღეებში კი შეეძლება ბურთთან ერთად ვარჯიშიც.რამოსს ერთი უპირატესობაც აქვს:ის არ შეუერთდება ნაკრებს და მას ექნება საშუალება დარჩეს "ვალდებებასზე" და დიდი დრო დაუთმოს რეაბილიტაციის პროცესს.
მას შემდეგ,რაც "სამეფო კლუბმა" გაუშვა მიჩელ სალგადო და სავარაუდოდ გუნდს მიგელ ტორესიც დატოვებს,რამოსს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს ალვარო არბელოას მარჯვენა ფლანგისთვის.ნაკრებშიც ორივე ფეხბურთელი მარჯვენა ფლანგზე თამაშობს.
- 28 აგვისტო 2009
- 1963
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.