დიარა:"გუნდში ყველა მეხმარებოდა რთული პერიოდის დროს"
"ჯილა" დაბრუნდა.რვათვიანი უქმობის შემდეგ მაჰამადუ დიარა დაბრუნდა და მზადაა გაახაროს გულშემატკივარი თავისი თამაშით.
ბოლოსდაბოლოს თქვენ დაძლიეთ ტრავმის მოშუშების ყველა პროცესი და მზად ხართ გუნდს დაეხმაროთ.ბედნიერი ხართ?
მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.ვემზადები გუნდთან ერთად და მზად ვარ ვითამაშო.
რას გრძნობდით,როცა ექიმმა დაგისვათ დიაგნოზი?
მე ვიცოდი,რომ მუხლი ძალიან ცუდ მდგომარეობაში მქონდა.მსურდა გუნდს დავხმარებოდი,მაგრამ ტრავმამ ხელი შემიშალა.80% ჩემი მუხლისა დაშლილი იყო.ოპერაცია მესაჭიროებოდა.ეს იყო ძალიან მძიმე ტრავმა.
ეს საშინელი ტრავმაა ფეხბურთელისთვის.
დიახ,ეს ყველაზე საშინელი რამაა,რაც შეიძლება დაემართოს არა მარტო ფეხბურთელს,არამედ ჩვეულებრივ ადამიანსაც.
მოგვიყევით ტრავმის მოშუშების პროცესზე.
სიმართლეს ვიტყვი–ეს იყო ძალიან ცუდი პერიოდი იყო ჩემს მთელ კარიერაში.პირველი ორი თვე მე ყავარჯნებით დავდიოდი.შემდეგ ნახევარი წელიწადი ვვარჯიშობდი განცალკევებით,სპორტდარბაზში.ყველაფერი ძალიან ძნელი იყო.ვიმედოვნებ,ასეთი რამ აღარ განმეორდება ჩემს ცხოვრებაში.არცერთ ფეხბურთელს არ ვუსურვებ ასეთი ტრავმის მიღებას.
ფიზიკურად იყო ძნელი თუ მორალურად?
ფიზიკურად იყო ძალიან ძნელი.შენ არ ხარ შემადგენლობაში,ვარჯიშობ მხოლოდ სპორტდარბაზში.ჩემ სიტყვებს მიხვდებიან ნისტელროი და ჩამო,ფიზ–მომზადების მწვრთნელი.
მართალია,როცა ტრავმას იშუშებ ბედნიერებაა...
დიახ და ასეც არის.ბოლოსდაბოლოს ყველაფერი დამთავრდა და ბედნიერი ვარ.მე ვვარჯიშობ,რათა არ ჩამოვრჩე გუნდის რიტმს.მუხლი აღარ მაწუხებს და მზად ვარ გუნდს დავეხმარო.მხოლოდ ეს მინდა.
თქვენი პარტნიორები დაგეხმარნენ?
დიახ,ისინი მუდამ მხარში მედგნენ,როგორც გუნდის ყველა ექიმი.
ვინ დაგეხმარათ ყველაზე მეტად?
მე მამხნევებდა ბევრი მეგობარი.პირველ რიგში ჩემი ოჯახი.მეგობრებმა და პარტნიორებმა დამანახეს,რომ ისინი ღელავდნენ ჩემზე.ადრე მე საერთოდ არ მქონია ტრავმა,რის გამოც გამოვტოვებდი ამდენ დროს.ოპერაციის შემდეგ ჩემთან მოვიდა თვით ბერნდ შუსტერიც,რომელიც იმ მომენტში გათავისუფლებული იყო.მე ყველას მადლობას ვუხდი ასეთი დახმარებისთვის.
თქვენთან ერთად ტრავმას იშუშებდა რუუდ ვან ნისტელროიც.ეხმარებოდით ერთმანეთს?
დიახ,ჩვენ ერთად ძალიან დიდი ხანი გავატარეთ.ჩვენ ერთნაირად ვატარებდით ტრავმის მოშუშების პროცესს და ის მუდამ მეხმარებოდა.ზოგიერთი მომენტი იყო საშინელი–არაფრის შეცვლა შემეძლო.იქ მივდიოდით ტრავმის მოსაშუშებლად და ვბრუნდებოდი შინ.სახლში დაბრუნება იყო საშინელება,რადგან მარტო ვიყავი და მუდამ ტრავმაზე ვფიქრობდი.მივხვდი,აჯობებდა დავრჩენილიყავი პარტნიორებთან ერთად ვარჯიშზე,რადგან მარტო არ ვიქნებოდი.
ხომ არ გიფიქრიათ დანებებულიყავით?
არა,ექვსი თვის განმავლობაში,როცა გუნდი განიცდიდა რთულ სიტუაციას,არ შემეძლო დავხმარებოდი მათ.არ შემეძლო სირბილი.ჩემი ვარჯიში მხოლოდ სპორტდარბაზით შემოიფარგლებოდა.ნახევარი წლის განმავლობაში ვფიქრობდი,რომ მოედანზე დავბრუნდებოდი.ბოლოს კი ვითარება გამოსწორდა.მე დავიწყე სირბილი და ბურთთან ერთად მუშაობა.ეხლა კი შემიძლია თამაში.
გულშემატკივარი გამხნევებდათ შენ და ნისტელროის "როსენბორგთან" მატჩში,როცა მოედანზე გადიოდით.
დიახ,გულშემატკივარმა მოგვიძღვნა რამდენიმე წუთიანი ოვაცია.ამან ძალიან აგვაღელვა.კლუბმა იცოდა,როგორ მდგომარეობაშიც ვიყავით და ზრუნავდნენ ჩვენზე.ეს უფრო ძლიერს გვხდიდა.
გსურთ რამის თქმა ხალხის მისამართით?
მე მსურს მათ მადლობა გადავუხადო,რათა გვერდში მედგნენ რთულ სიტუაციებში.ახლა ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია თამაში და გულშემატკივრების გახარება.
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 28 აგვისტო 2009
- 1911
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.