პელეგრინი:"ვეცდებით ბურთი ვაკონტროლოთ მატჩის დაწყებისთანავე"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ისაუბრა გუნდში მომხდარ მოვლენებზე და "დეპორტივოსთან" მატჩზე.


გუნდი დატოვა რობენმა და სნეიდერმა.ეს ხელს შეუშლის თქვენს გეგმებს?

არა,მე ვიცოდი,რომ გუნდში დაიწყებოდა "წმენდა".ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან,მაგრამ არ ვნანობ,რადგან ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვყავს.გუნდი მზადაა.

რობენის შესაძლებლობები გამოჰყოფს მას ყველასგან.ნანობთ,რომ მან დატოვა კლუბი?

რობენს შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში,მაგრამ ფეხბურთელები,რომლებიც დარჩნენ შეუძლიათ დაეხმარონ გუნდს.ვიცი,რომ ის ძალიან უყვარდათ ფანებს,მაგრამ მას მოეწონა "ბაიერნის" შემოთავაზება და ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე მან დატოვა კლუბი.

ბევრს საუბრობენ კრისტიანო რონალდოზე...

კრისტიანოს არასდროს გამოუხატავს თავისი უკმაყოფილება.ის თამაშობს თავის საყვარელ პოზიციაზე,როგორც "მანჩესტერში".ახლა არცერთი ფეხბურთელი არ იმყოფება საუკეთესო ფორმაში,მაგრამ უნდა დავიცადოთ.ვფიქრობ,ჩვენ ვნახავთ საუკეთესო რონალდოს ამ სეზონში.

გსურთ რიბერის გუნდში ხილვა?

მე მსოფლიოს ყველა ფეხბურთელის ხილვა მსურს გუნდში,მაგრამ ეს შეუძლებელია.ვფიქრობ,გუნდი დაკომპლექტებულია და არ გვჭირდება ახალი ფეხბურთელები.

არ ფიქრობთ,რომ კლუბი ფინანსური კეთილდღეობისთვის უფრო ყიდულობს ფეხბურთელებს,ვიდრე ტექნიკურისთვის?

კლუბმა იყიდა ის ფეხბურთელები,რომლებიც მჭირდებოდა.ჩვენ შევიძინეთ საუკეთესო ფეხბურთელები და გავაძლიერეთ გუნდის პოტენციალი.

რას ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?

ჩვენ მოვხვდით კარგ ჯგუფში.ვიცოდით,რომ ერთი ძლიერი კლუბი შეგვხვდებოდა,რადგან მეორე კალათაში ვიყავით."რეალს" შეუძლია მოუგოს ნებისმიერ გუნდს.ახლა გვსურს გავიდეთ ჯგუფიდან.

განსხვავებულად ითამაშებს "რეალი" საშინაო არენაზე და სტუმრად?

ჩვენ გვსურს ერთ სტილში ვითამაშოთ ყველგან.ბურთს მატჩის დაწყებისთანავე უნდა ვფლობდეთ მატჩის დასრულებამდე,მაგრამ გუნდი სულ ერთ დონეზე ვერ ითამაშებს,რადგან სეზონი გრძელია.თამაში ყველას შეეძლება.

თქვენ იხილეთ "დეპორტივოს" თამაშები მოსამზადებელ ეტაპზე?

დიახ,მე ვნახე მათი თამაში.პრინციპში მათ იგივე შემადგენლობა ჰყავთ,რაც გასულ სეზონში.ძნელი იქნება,მაგრამ კარგად უნდა ვითამაშოთ.

იკერი თვლის,რომ "ბარსელონა" ისევ ფავორიტია,რადგან მათი გუნდი შეთამაშებულია...

არ ვიცი,როდის მიაღწევს "ბარსელონა" პიკს.გასული სეზონი მათ შესანიშნავად ჩაატარეს,მაგრამ ფეხბურთშიც არის სიურპრიზები."რეალი" ეცდება ყველა ტიტული მოიგოს.

რატომ გადაწყვიტეთ გუნდის დასვენება?

ეს იდეა ყველას მოეწონა.მათ სჭირდებათ დასვენება რთული მატჩის წინ.

რატომ ატარებთ ვარჯიშს იმ სტადიონზე,სადაც უნდა ითამაშოთ?

მე ეს მომწონს.მატჩის წინ ვარჯიში ეხმარებათ ფეხბურთელებს.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 28 აგვისტო 2009
  • 2099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)