რაული:"ამ გუნდს ბევრის გაკეთება შეუძლია"
ეს სეზონი რაულისთვის იქნება მეთექვსმეტე "რეალის" შემადგენლობაში.ამ წლებში ბევრი რამ შეიცვალა,იყო ჩავარდნაც და აღმასვლაც,მაგრამ ერთი არ იცვლებოდა–ვნება და ცეცხლი კაპიტნის თვალებში.ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,თითქოს რაული კანტერას ფეხბურთელია და ბრძოლობს ძირითადში მოხვედირისათვის.პრესკონფერენციაზე რაულმა ისაუბრა მოსამზადებელ ეტაპზე,ასევე უპასუხა ბევრ კითხვას "რეალის" შესახებ.
იწყება ახალი სეზონი,რომელიც იქნება მეთექვსმეტე თქვენთვის.რას გრძნობთ?
მე ვღელავ,როგორც "რეალის" ყველა გულშემატკივარი.არის ახალი პროექტი,ახალი მოთამაშეები,საუკეთესო მოთამაშეები.ახლა ჩვენი შემადგენლობა გამოირჩევა ძველისგან,ის გახდა ხარისხიანი.ჩვენი მიზანია–ვიბრძოლოთ ყველა ტიტულისათვის.
გულშემატკივრების აღელვება გადაედოთ ფეხბურთელებს?
დიახ,ჩვენ ამას მოსამზადებელ ეტაპზე ვგრძნობდით."მშვიდობის თასის" წყალობით ჩვენ ვითამაშეთ "ბერნაბეუზე".გულშემატკივართა მხარდაჭერა ფანტასტიური იყო,როგორც "სანტიაგო ბერნაბეუს" თასზე.
როგორ ჩაიარა მოსამზადებელი ეტაპის პირველმა დღეებმა?
ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი,რომელიც მოვიდა ახალი იდეებით.ჩვენი მთავარი მიზანია–გამარჯვება,ამასთან ერთად ვითამაშოთ სანახაობრივად.ყოველი მატჩის შემდეგ ჩვენ ახლოს ვართ ამ მიზანთან.ჩვენ ვიმყოფებით კარგ მორალურ მდგომარეობაში "დეპორტივოსთან" მატჩის წინ.
როგორც ჩანს,ყველაფერი კარგადაა...
დიახ.მოსამზადებელი ეტაპის შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი არაა,რამდენადაც გუნდის კარგი თამაში.გუნდმა აჩვენა შესანიშნავი თამაში.ტრავმებიც ცოტა იყო და ყველას შეეძლო თავისი პოტენციალი ეჩვენებინა.
რას ფიქრობთ პელეგრინიზე?
მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.ის "ვილიარეალშიც" კარგად მუშაობდა.მან კარგად იცის ესპანური ფეხბურთი და ლა ლიგის თითქმის ყველა ფეხბურთელი.ის ძალიან ბევრს შრომობს.გვსურს გულშემატკივრები გავახაროთ.
პრაქტიკულად ყველა ახალწვეულმა კარგად წარმოაჩინა თავი...
დიახ,ჩვენს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.ყველა მოთამაშე საჭიროა გუნდისთვის.ისინი ადვილად გადიან ადაპტაციის პროცესს და ეს ძალიან კარგია.
თქვენ,როგორც კაპიტანი და ვეტერანი კლუბისა ეხმარებით მათ ადაპტირებაში?
გუნდის ყველა წევრი ეხმარება მათ და არამარტო კაპიტანი.ეს არ არის ძნელი.ჩვენ ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს.ყველამ ვიცით,რომ უნდა ავაშენოთ ძლიერი გუნდი,რომელიც შეძლებს ყველაფრის მოგებას.
თქვენ როგორ გრძნობთ თავს?
როგორც ყოველთვის–ვღელავ და მზად ვარ დავეხმარო გუნდს.ბევრს ვშრომობ,რათა ვიყო კარგ ფორმაში.გუნდში კონკურენციაა და არ უნდა დავივიწყოთ,რომ სეზონში ძალიან ბევრი მატჩის გამართვა მოგვიწევს და ყველას მოუწევს თამაში.მე კი ვისარგებლებ ყველა შანსით.
პირველი მატჩი კარსაა მომდგარი.ეს მატჩი მნიშვნელოვანია გუნდისთვის?
დიახ,თან ამ მატჩის შემდეგ დაიწყება 2 კვირიანი შესვენება სანაკრებო მატჩების გამო.ჩვენ უნდა მოვახერხოთ და მოვიგოთ.ყველას გვსურს კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ.
"დეპორტივომ" ვერ გაიარა მოსამზადებელი ეტაპი ისე,როგორც მათ სურდათ.
ვიმეორებ,მოსამზადებელი ეტაპის მატჩების შედეგებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.ისინი ძალიან სახიფათონი არიან.ჩვენ გვსურს ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე.
რა მიზნები გაქვთ?
ჩვენი მიზნები უბრალოა.ვაჩვენოთ სანახაობრივი თამაში და ვიბრძოლოთ ყველა ტიტულისათვის.ამ გუნდს შეუძლია ყველაფრის მოგება.ყველა ფიქრობს მოგებაზე.
თქვენ არაერთხელ მოგიგიათ ჩემპიონთა ლიგა?კარგი იქნებოდა ლიგის მოგება "სანტიაგო ბერნაბეუზე".მართალია,არა?
დიახ,ეს მოტივირებულს გვხდის ყველას.ისტორიულად "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე მუდამ შესანიშნავად ასპარეზობს,მაგრამ გასულ წლებში ჩვენ ვერ ვახერხებდით წარმატებით გამოსვლას.პირველი მიზანია გავიდეთ 1/2 ფინალში.შემდეგ კი უკვე ვიფიქრებთ ფინალზეც.
ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com
- 28 აგვისტო 2009
- 2056
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.