სასიხარულო ინფორმაცია: კაკა ბრუნდება

დღეს მარკამ მადრიდის რეალის გულშემატკივრებისათვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. კაკამ შემოწმება გაიარა. მარცხენა მუხლი ბოლომდე გამოჯანმრთელებულია. ბრაზილიელმა ნათელი დაინახა ბნელი გვირაბის ბოლოს..


ასი დღე გავიდა, მას შემდეგ რაც ბრაზილიელმა ოპერაცია გაიკეთა მარცხენა მუხლზე. დღეს კი მადრიდის რეალის ექიმებმა დაადასტურეს კაკას გამოჯანმრთელება. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ მთავარი სირთულეები რიკარდომ გადალახა, მისი დაბრუნება ძალიან ახლოსაა. ის უკვე შეძლებს ვარჯიშს და დაიწყებს სირბილს.

როცა ბრაზილიელი შემოწმებიდან გამოვიდა ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა.ის ვერ მალავდა თავის გახარებას. დიდი ხნის შემდეგ ის გრძნობს, რომ უკეთესადაა. 5 აგვისტოს შემდეგ, როცა კაკამ ოპერაცია გაიკეთა, ის ყოველდღე ექვს საათს მუშაობდა და ეს მუშაობა დაუფასდა.

ბრაზილიელისთვის ბოლო სამი თვე გრძელდებოდა, როგორც უსასრულობა. ფიზიკური დატვირთვის გარდა მორალურადაც ძალიან რთული პერიოდი იყო. მენისკის ტრავმა არაა ადვილად მოსარჩენი, ამის გამო კაკას არ შეეძლო ყოველ კვირაში ახალი იფნორმაცია მიეღო თავისი მუხლის შესახებ. ყველაფრის მიუხედავად რეალის ფეხბურთელმა იცოდა, რომ სწორი გზა ჰქონდა არჩეული და უცდიდა როდის დამთავრდებოდა ეს პერიოდი.

ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გავა ბრაზილიელი მოედანზე, სავარაუდოდ მადრიდის რეალის ფეხბურთელი სირბილს 22 ნოემბერს დაიწყებს.


ინფორმაციის წყარო: marca.com

ეს სტატია გუშინ დავწერე და როცა დღეს კომენტარები ვნახე,ვხედავ ბევრი ფიქრობს, რომ კაკა შეიძლება შემდეგ ტურში დაბრუნდეს. როგორც ალბათ იცით მის გამოჯანმრთელებას დეკემბრისთვის ელოდნენ, კაკას თავდაუზოგავი შრომით კი ეს უფრო მალე მოხდა, მაგრამ არამგონია, რომ ჯერ ითამაშოს. მხოლოდ 22 ნოემბერს დაიწყებს სირბილს და ჩემი აზრით დეკებრის შუა რიცხვებისთვის დაბრუნდება. dle 10.1

  • dato818
  • 14 ნოემბერი 2010
  • 2965
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)