რობენი მიუნხენშია
ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი არიენ რობენი –ადამიანი,რომელმაც უნდა გამოიყვანოს კრიზისიდან "ბაიერნი",ჩაფრინდა მიუნხენში,რათა შეათანხმოს ტრანსფერის უკანასკნელი დეტალები.
რობენის ტრანსფერმა,რომელსაც ჰოლანდიაში მიიჩნევენ "ახალ კრუიფად",ხოლო მადრიდში "მინის არიენად"(ტრავმების გამო),შეადგინა 24 მლნ.ევრო.
"ეს ჩემთვის ოპტიმალური არჩევანია."ბაიერნმა" მაგრძნობინა,რომ სურთ ჩემი ხილვა შემადგენლობაში"–განუცხადა რობენმა Bild-ს.
"ჩვენ დიდი ხანი ვოცნებობდით ამ ფეხბურთელზე.ის ერთ–ერთი საუკეთესო შემტევი ფეხბურთელია მსოფლიოში"–განაცხადა ული ჰიონესმა.
პარასკევს რობენი გაივლის სამედიცინო შემოწმებას,რის შემდეგაც 2013 წლამდე მოაწერს კონტრაქტს ხელს.მასთან ერთად მიუნხენში ჩაფრინდა მამამისი ჰანს რობენი,რომელიც არიენის აგენტიცაა.
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 28 აგვისტო 2009
- 2357
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.