რონალდო და მესი - ისტორიული ბრძოლის ახალი გმირები

ჩემპიონთა ლიგის თამაში დასრულდა. აბბე დეშამის სტადიონზე მადრიდის რეალმა ოსერი დაამარცხა, სამეფო კლუბის ლიდერი რონალდო კი მოწყენილი მიემართებოდა გასახდელისაკენ, მან კიდევ ვერ გაიტანა…


მადრიდმა მოიპოვა სამი ქულა, მაგრამ კრისტიანომ გოლი ვერ გაიტანა. მას მეტოქის კარი სეზონის პირველ ხუთ თამაშში აღებული არ ჰქონდა. სადაც შეამჩნევდნენ, ის ყველგან მოწყენილი იყო. პორტუგალიელმა გოლი გაუტანა სოსიედადს, მაგრამ პეპეს ჩაუთვალეს. ერთადერთი, რაც თავის დასამშვიდებელი ჰქონდა, ეს იყო გამოყენებული თერთმეტმეტრიანი, რომელიც ესპანიოლს გაუტანა.რონალდომ თავი ვერ გამოიჩინა წინა თამაშში აიაქსთან, სადაც მას გოლის გატანა ძალიან ბევრ ეპიზოდში შეეძლო.

რონალდო და მესი - ისტორიული ბრძოლის ახალი გმირები


ბევრს სჯეროდა, რომ კრისტიანო მალე დაიწყებდა გოლის გატანას, სხვები მთელ გუნდს ადანაშაულებდნენ ცუდ თამაშში. ორივე ეს მოსაზრება სწორი იყო, მაგრამ მართალი იყო აგრეთვე მადრიდის რეალის მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც, რომელმაც ლევანტესთან უგოლოთ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ გულშემატკივრებს შეჰპირდა, რომ გუნდი მალე დაიწყებდა გოლების გატანას და მან თავისი პირობა შეასრულა

რონალდო და მესი - ისტორიული ბრძოლის ახალი გმირები

შემდეგ თამაშებში რეალმა დაიწყო თავისი მოწინააღმდეგეების განადგურება. დეპორტივოს და რასინგს ერთნაირი ანგარიშით 6-1 დაუმთავრა თამაში, შემდეგ მალაგასთან იყო 4-1. , ამის შემდეგ მადრიდს რთული თამაში ელოდებოდა მილანთან, მაგრამ აქაც არ დაამწუხრა თავისი გულშემატკივრები და აბსოლიტურად დამსახურებულად 2-0 დაამარცხა.
მილანელებს პირველი გოლი რონალდომ გაუტანა, მეორე გოლი სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გავიდა, პორტუგალიელმა ოთხი გოლი გაუტანა დეპორტივოს, ორ-ორი მალაგას, რასინგს და ჰერკულესს. საერთო ჯამში კრისტიანომ ოქტომბერში 13 გოლი გაიტანა და ასეთი შედეგით გახდა ერთადერთი ფეხბურთელი რეალის ისტორიაში.


რონალდომ ლალიგაში 12 გოლი დააგროვა(თუ ჩავთვლით სოსიედადთან გატანილ გოლს). წინა სეზონში ამ დროს პორტუგალიელს მხოლოდ ხუთჯერ ჰქონდა მეტოქის კარი აღებული. კლუბში ასეთი შედეგი 1950 წლის შემდეგ არავის არ ჰქონია, თუ კრისტიანომ ამ ტემპით გააგრძელა, წლის ბოლოს ლა ლიგაში 38 გოლი დაუგროვდება

ჯამში კრისტიანომ მადრიდის რეალში 42 თამაშში 41 გოლი გაიტანა, ბოლო 38 თამაშში 38 გოლი, სულ 49 თამაშში კი 46 გოლი. გოლეადორობაში ის ასწრებს ისეთ დიდ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: პუშკაში, ალფრედო დი სტეფანო, რაული და კარლოს სანტილიანა. დღესდღეობით ის ლა ლიგაში ასისტენტობაშიც კი ლიდერია.

ესპანეთის ცნობილმა გაზეთმა ‘’ ელ მუნდომ’’ პორტუგალიელს ოცდამეერთე საუკუნის ალფრედო დი სტეფანო უწოდა, ეს კი ესპანეთში საუკეთესო კომპლიმენტია.

დღესდღეობით კრისტიანოს შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი შევადაროთ, ეს ლეონელ მესია. ფეხბურთის სამყაროში ყველაზე ხშირად ხდება ამ თემაზე კამათი, თუ რომელია უფრო ძლიერი - რონალდო თუ მესი. კატალონიელები საუკეთესოდ მესის თვლიან, მადრიდელები კი რონალდოს. ამ კამათს დასრულება არ უწერია, მაგრამ სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე უნიკალურია.

რონალდო და მესი - ისტორიული ბრძოლის ახალი გმირები


კრისტიანომ ჰერკულესთან დუბლი შეასრულა, ამ ტურში მესიმაც დუბლით უპასუხა, შემდეგ ტურში არგენტინელმა თავისი მეასე გოლი გაიტანა. მას შემდეგ, რაც ბარსელონას გვარდიოლა წვრთნის. მესიმ სეზონის დასაწყისში ორი თამაში გამოტოვა, მაგრამ ლალიგაში მას უკვე რვა გოლი დაუგროვდა, ბარსელონას ბოლო 42 თამაშში მან 42_ჯერ დაამწუხრა მეტოქე. მთელ სეზონში მესის 13 შეხვედრში 15 გოლი აქვს გატანილი

ვისაც არ უნდა გულშემატკივრობდეთ, მესის თუ რონალდოს, ბარსელონას თუ რეალს, არ შეიძლება ზემოთხსენებულმა ციფრებმა აღფრთოვანება არ გამოიწვიოს.
სტატისტიკა, ეს უბრალო ციფრებია, მაგრამ ყოველ თამაშზე რონალდო და მესი აგრძელებენ გატანას და ხსნიან სხვადასხვა შესანიშნავ რეკორდებს. ბევრი ფიქრობს, რომ მათი კარგი თამაში განპირობებულია სწორედ მათ შორის კონკურენციით. ისინი ცდილობენ,რომ არაფრით არ ჩამორჩნენ ერთმანეთს. რონალდომ და მესიმ ფეხბურთი ახალ დონეზე აიყვანეს.

პრესასაც დიდი წვლილი მიუძღვის მათ დაპირისპირებაში. სტატია, რომელიც რეალს და ბარსელონას ეხება, იქ აუცილებლად ხდება რონალდოს და მესის შედარება ერთმანეთთან. ამ ორი ფეხბურთელის თამაში ჩრდილს აყენებს სხვა დანარჩენს, ისეთებს როგორებიც არიან: ხავი, ინიესტა, დროგბა, დიმარია, იგუაინი და სხვები.

რონალდო და მესი - ისტორიული ბრძოლის ახალი გმირები


როცა, ადამიანები საუბრობენ ისტორიულ დაპირისპირებაზე ბარსელონასა და რეალს შორის, ისინი აგრეთვე დიდი ინტერესით ელოდებიან მსოფლიოს ორ საუკეთესო ფეხბურთელის ორთაბრძლოლას. რონალდო და მესი - ისტორიული ბრძოლის ახალი გმირები




იფორმაციის წყარო: sportsillustrated.cnn.com/ dle 10.1

  • dato818
  • 13 ნოემბერი 2010
  • 11972
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)