არიენ რობენი:"წასვლა არ მინდოდა"

არიენ რობენის გაყიდვის ამბავი გახდა შოკი "რეალის" ფანებისათვის.კლუბი აპირებდა ჰოლანდიელის გაყიდვას ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში,მაგრამ მისი მაღალი ფასი პოტენციურ მყიდველებს უკარგავდა ტრანსფერზე ფიქრის საშუალებას.თითქოს ჩანდა,რომ მოსამზადებელ ეტაპზე კარგი თამაშის წყალობით,რობენმა მოიპოვა ძირითადში ადგილი,მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დაურვამდე რამდენიმე დღით ადრე "ბაიერნმა" "რეალს" შესთავაზა 25 მლნ.ევრო.


ასე,რომ არიენ რობენი ტოვებს "სამეფო კლუბს" ვესლი სნეიდერთან ერთად,რომელიც გადავიდა "ინტერში" 15 მლნ.ევროდ.შეგახსენებთ,რომ რობენი მადრიდელებმა შეიძინეს 2 წლის წინ ლონდონის "ჩელსიდან" 36 მლნ.ევროდ.ის იყო რამონ კალდერონის ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება.25 წლის ჰოლანდიელი ტოვებს ესპანეთის ჩემპიონატს."რეალთან" ერთად მან მოიგო პრიმერადივიზიონი და ესპანეთის სუპერთასი.რობენისა და სნეიდერის ტრანსფერების შემდეგ "ბლანკოსი" კიდევ ერთი ჰოლანდიელის–რაფაელ ვან დერ ვაარტის გაშვებასაც აპირებს.

ხუთშაბათის ვარჯიშზე არიენი ჩვეულ რიტმში ვარჯიშობდა,მაგრამ ვარჯიშის დასრულების შემდეგ მას აცნობეს ფლორენტინო პერესსა და კარლ ჰაინც რუმენიგეს შორის მომხდარ შეთანხმებაზე.ასევე ამ მოლაპარაკებებში რობენის მამაც,ჰანსიც მონაწილეობდა.ამ ცნობის შემდეგ,რობენმა თანხმობა განაცხადა "ბაიერნში" გადასვლაზე.ის გაემართა "ბარახასის" აეროპორტში მიუნხენში გასაფრენად.მან ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა:

"მე არ მსურდა წასვლა,მაგრამ კლუბს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემი გაშვება.ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი მიმეღო გადაწყვეტილება.მეც მსურს ვაჩვენო ყველას თუ რა შემიძლია."ბაიერნზე" კარგი წარმოდგენა მაქვს"–განაცხადა უკვე "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა რობენმა.

მაშ ასე.არიენ რობენი ტოვებს მადრიდის "რეალს".იქნება თუ არა ეს ცუდი გადაწყვეტილება ამას დრო გვიჩვენებს.ახლა კი ისღა დაგვრჩენია ჰოლანდიელს ბედნიერება ვუსურვოთ თავის ახალ კლუბში.


ინფორმაციის წყარო:As.com dle 10.1

  • faqo
  • 28 აგვისტო 2009
  • 2350
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)