''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა

''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა


როცა ოთხშაბათს ღამით მადრიდის რეალისა და მურსიას თამაშს ვუყურებდი, დამებადა აზრი ამ სტატიის დაწერაზე და მინდა თქვენ შემოგთავაზოთ


უკვე 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა-რაულ გონსალეს ბლანკო რეალიდან წავიდა….
მე, უბრალოდ მინდა გავიხსენო ჩვენი გუნდის კაპიტნის 16 წლიანი საფეხბურთო მოღვაწეობა, რომელიც მან ერთ კლუბს შეწირა, შემდეგ კი დატოვა.
კაპიტნის წასვლის შემდეგ, გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, მაგრამ როდესაც რეალის თამაშს ვუყურებ ვხედავ, რომ გუნდს რაღაც აკლია, ის შეიცვალა და ეს სიმართლეა სამეფო კლუბი არასდროს აღარ იქნება ისეთი, როგორიც რაულ გონსალესის დროს იყო.
რა თქმა უნდა, ის ოდესღაც წავიდოდა და ეს ყველამ კარგად იცოდა. ძნელია, ფეხბურთელს თექვსმეტი წლის განმავლობაში შენს საყვარელ გუნდში ხედავდე, გულშემატკივრობდე, მასთან ერთად გადაგქონდეს ყველა წაგება და მოგება, დღეს ხედავდე, ის სხვა გუნდის მაისურით თამაშობს.
ის არის ფეხბურთელი, რომელმაც შექმნა დიდი ეპოქა სახელად - რაულ გონსალეს ბლანკო, ის არის მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი, მადრიდის რეალისა და ლიგის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე.

''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა



რაული 15 წლის იყო, როდესაც მადრიდის ატლეტიკოდან რეალში გადავიდა და ორი წლის შემდეგ 1994 წლის 29 დეკემბერს მას უკვე დებიუტი ჰქონდა სარაგოსაში-რომაროდეს სტადიონზე. 16 წლის შემდეგ, 2010 წლის 24 აპრილს მან ბოლო შეხვედრა ჩაატარა თავისი კლუბის მაისურით, ზუსტად სარაგოსაში, იგივე სტადიონზე, სადაც რეალის მაისურით ბოლო გოლი გაიტანა. ეს გოლი იყო 323_ე 740_ე თამაშიდან. ალბათ დამეთანხმებით რომ შთამბეჭდავი ციფრებია.
''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა



გონსალესს ძალიან ბევრი შემოთავაზება ჰქონდა თავისი კარიერის მანძილზე, მაგრამ ის ყოველთვის თავისი კლუბის ერთგული იყო და სწორედ თავისი ერთგულებით შეაყვარა მადრიდულ სამყაროს თავი.
ერთი პერიოდი მინდა გავიხსენო…როცა 2005-2006 წლების სეზონი რეალისთვის რთულად დაიწყო, ნახევარდაცვაში ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა, რაული კი ამ წელს ნახევარდაცვაში გადმოიწია და ლამის ჩამშლელად თამაშობდა მთელი სეზონი. ამ წელს კაპიტანმა 5 გოლის გატანა მოახერხა, თავისი გოლეადორობა გუნდს შეწირა, მაგრამ როგორც შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, ეს მისთვის მთავარი არ იყო, მთავარი ის იყო, რომ გუნდს დაეხმარა.
ასეთი მისი გმირული ქმედებები ბევრი ახსოვს ისტორიას, ყველას ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანს…

''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა



ეხლა კი შემოგთავაზებთ ჩემ მიერ მოპოვებულ სხვადასხვა გამონათქვამებს, ეს არის რაულთან დაკავშირებული ადამიანების კომენტარები, რომლებმაც ჩვენი კაპიტნის წასვლასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოთქვეს



''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა


ფლორენტინო პერესი: რაული ძალიან თავმდაბალი ადამიანია, ის პროფესიონალია თავისი საქმის და აგრეთვე ნამდვილი მეოჯახეა. არასდროს არ იყო შემჩნეული კლუბებში. რაული სამაგალითოა მილიონობით ადამიანისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ
ნაკრებში, რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს არანაირი ტიტული არ ააქვს მოგებული. მე ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ ისეთ ლეგენდა ადამიანს, როგორიც რაულ გონსალეს ბლანკოა.





''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა


ხორხე ვალდანო: მადრიდის გულშემატკივრებისათვის, ძალიან რთული იქნება ამ ამბავის გადატანა. დღეიდან რეალი შეიცვლება. ჩვენ უნდა შევეგუოთ რეალს, რომელიც რაულის გარეშე გამოვა მოედანზე. ეხლა რაულს ძალიან რთული დღეები აქვს და ჩვენ მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა უნდა დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია,__თქვა ადამიანმა, რომელმაც 1994 წლის 29 ოქტომბერს პირველად გამოუშვა მაშინ ყველასათვის უცნობი 17 წლის ბიჭი და შანსი მისცა, რომ გამხდარიყო ის, ვინც დღეს არის.





''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა


ფერნანდო იერო: რეალიდან მიდის ამ კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ის ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით. ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა და ჩვენ იმის სტიმულს გვაძლევდა, რომ მასზე მეტი გვევარჯიშა, ამიტომ ჩვენი გუნდი ყოველთვის ძლიერი იყო. რაულს ყველამ დიდი პატივი უნდა სცეს, რადგან ეს მან დაიმსახურა. ეხლა, მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რაული რეალის ისტორიის სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის და თუ სტატისტიკას არ შევხედავთ, ვფიქრობ, რომ ის ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.






''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა


ფაბიო კაპელო: ის არის ჩემი ფავორიტი თავდამსხმელი, რაული არაბუნებრივ საგოლე ალღოს ფლობს და ვფიქრობ საუკეთესო თავდამსხმელია ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია




იკერ კასილასი: რაული ჩვენი კლუბის სიმბოლოა, ის მაგალითია პროფესიონალიზმის, მან ძალიან დამეხმარა,რომ გავზრდილიყავი, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი. იმედია მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ არა ფეხბურთელის სტატუსით.


კრისტიანო რონალდო: ბავშვობიდან ვოცნებობდი რაულთან ერთად მეთამაშა, ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთ გუნდში ყოფნა და ვუსურვებ ყველა იმ მიზნების მიღწევას რაც ჩაფიქრებული აქვს.


კაკა: რაული არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, ის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლუბისათვის და ყველა მადრიდისტას გული აქვს დაწყვეტილი.


ხაბი ალონსო: ძალიან რთულია რაულის წარმოდგენა რეალის გარეშე, ის კლუბის სიმბოლოა და მისი ისტორიის ნაწილი. 16 წლის განმავლობაში რეალში ითამაშო მაღალ დონეზე ძალიან რთულია. ამიტომ, რაული უნიკალურია, ის ცოცხალი ლეგენდაა


ლასანა დიარა: მე ბედნიერი ვარ რომ მასთან ერთად მაქვს ნათამაშები, როდესაც პატარა ვიყავი ყოველთვის ვუყურებდი რეალის და რაულის თამაშებს, მან ძალიან დამეხმარა როცა გუნდში მოვედი და მე მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება.


პეპე: რაული არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მან 16 წელი შეწირა რეალს და ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.ის ყოველთვის ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით,როცა მე ტრავმა მქონდა.მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ


კარიმ ბენზემა: რაული არის სარკე, რომელშიც უნდა ჩაიხედო და მაგალითი აიღო. ის დიდებული ადამიანია. მე დღესაც ვუყურებ მის ვიდეოებს და მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ.


მარსელო: რაული არის რეალი და რეალი კი რაული


რუუდ ვან ნისტელროი: რაული ჩემი მეგობარია, მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს. წარმატებას ვუსურვებ ბუნდესლიგაში, ვფიქრობ,ადვილად გაივლის ადაპტაციას და ყველას დაუმტკიცებს,რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.


ალბერტო კონტადორი: მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ წუთისთვის, რომლებსაც ის გვჩუქნიდა ყველა თამაშში. ის სიმბოლოა მადრიდის და ყოველთვის ასე იქნება


ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი: დღესდღეობით არავინ არაა ბედნიერი რაულის წასვლით, მე მას დავურეკე და წარმატება ვუსურვე



''რაულ გონსალეს ბლანკო'' მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა


რაული წავიდა შალკეში, როგორც თვითონ თქვა,ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მე, ვფიქრობ არცერთ მადრიდის გულშემატკივარს არ ააქვს უფლება ის გაამტყუნოს და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივი არ სცეს. ელ კაპიტანომ ასე გადაწყვიტა, ის წავიდა, წავიდა შალკეში, წავიდა ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.
მე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის კაპიტანს იმ 16 წლისათვის, რომელიც მან რეალის გულშემატკივრებს გვაჩუქა. ასევე დიდი იმედით ველოდები მის მადრიდში დაბრუნებას.
ჩვენ კი წარმატებები ვუსურვოთ დიდ ფეხბურთელს და იმედია ის შალკეშიც ყველას დაუმტკიცებს თავის მაღალ შესაძლებლობებს... dle 10.1

  • dato818
  • 11 ნოემბერი 2010
  • 4900
  • 1

1

7 ოქტომბერი 2018 19:43

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რაულ შენ ჩვენი ცოცხალი ლეგენდა ხარ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (242)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)