ბენზემას , ალბიოლის და დი მარიას კომენტარები მატჩის შემდგომ
მაშ ასე, დასრულდა მატჩი მადრიდის "რეალსა" და "მურსიას" შორის. გთავაზობთ ბენზემას, ალბიოლის და დი მარიას კომენტარებს მატჩის შემდგომ.
ბენზემა : "ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გამარჯვებით, გუნდი დიდი ხანი ვერ სცდებოდა ამ ეტაპს , ხოლო დღეს ჩვენ შევძელით და გავედით წინ. ასევე მიხარია გოლი , რომელიც მე გავიტანე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს , რომელიც გვერდში მიდგას. რისთვისაც იბრძოდა დღეს მადრიდი, პირნათლად შესრულდა."
ალბიოლი : "ჩვენ 90 წუთის მანძილზე შესანიშნავად ვთამაშობდით, მეტოქეს არ მივეცით კონტრ შეტევებზე თამაშის უფლება, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო. მადრიდის "რეალი შემდეგ" ეტაპზე გავიდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის"
ანხელ დი მარია შეეხო კარიმ ბენზემას : " ბენზემა იყო დღეს ვარსკვლავი ერთი ღამით. მან ძალიან კარგად გაართვა თავის დაკისრებულ მოვალეობას თავი, იგი ნელ-ნელა შედის საუკეთესო ფორმაში, იგი გრძნობდა დღეს "ბერნაბეუზე" უდიდეს მხარდაჭერას, რაც მას ეხმარებოდა. კარიმი უნიჭიერესია და ჩვენ ყველა მას გვერდით ვუდგავართ"
სტატიის ავტორი : CampO
ინფორმაციის წყარო : RealMadrid.Com
- 11 ნოემბერი 2010
- 1919
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.