მოურინიო: ”მეტოქე და ქომაგები დავაფასეთ”

სამეფო კლუბის დამრიგებელმა, ”მურსიას” დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.


”მსაჯი ყველაფერს ასახავს მატჩის შემდგომ მოხსენებაში.სიმართლე გითხრათ, არბიტრზე საუბარს არ ვაპირებ.ვიბაასოთ მხოლოდ შეხვედრაზე, რომელიც შესანიშნავი ატმოსფეროს ზემოქმედების ქვეშ მოვიგეთ.ჩვენ დავაფასეთ მოწინააღმდეგე და გულშემატკივრები, რამეთუ მოედანზე საკვანძო ფეხბურთელები გამოვუშვით, როგორც პირველი წუთებიდან, ასევე შეცვლებზე.”

”არ ვიტყვი, რომ აღნიშნული რეფერი არის ცუდი.ნიშანდობლივი ის არის, რომ გამარჯვების მოპოვება და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ.ვგონებ, ალკორნკონური კოშმარის შემდეგ, მადრიდისტებმა მურსიასთან მატჩის შემდეგ გახარებულებმა დატოვებს სტადიონი.ახლა, უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც გაირკვევა იმ მეტოქის ვინაობა, რომელსაც მერვედ ფინალში შევერკინებით.”

”ყოველთვის ვადევნებ თვალ-ყურს მსაჯის სტატისტიკას.პარადეს პრიმერაში დაახლოებით 50 მატჩი აქვს განსჯილი და ჯამში 250 ყვითელს მოითვლის.საშუალოდ 6 გაფრთხილებას აძლევს მოთამაშეებს თითოეულ თამაშში.შესაბამისად ამით ყველაფერი ნათქვამია და არ ვაპირებ მის ავ-კარგიანობაზე გავაგრძელო დისკუსია.ტრიბუნაზე გადასვლის შემდეგ არანაირი პრობლემა არ შემქმნია.იქედანაც მშვენივრად ვაძლევდი მითითებებს ჩემს შეგირდებს.”

”მიხარია ის, რომ ქომაგები გაღიმებული სახეებით გავუშვით სახლებში.ვფიქრობ, კოპა დელ რეიზე ”რეალმა” საინტერესოდ ითამაშა.”

”მე ყოველდღე ვმუშაობ ფეხბურთელებთან.ის ვინც თავდაუზოგავად ვარჯიშობს, ნამდვილად უფასდება.მოკლედ რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დაპირისპირებით.ხვალ კი ბიჭებს ვეტყვი, თუ როგორ ითამაშეს.რაც შეეხება კანალესს, ნამდვილად არ მომეწონა მისი გამოსვლა და სწორედ ამიტომ შევცვალე.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)