რონალდო (რეალი) VS მესი (ბარსელონა)

Goal.com-ის ჟურნალისტებმა მსოფლიოს ორი საუკეთესო ფეხბურთელის შედარება განიზრახეს. შეფასების კრიტერიუმებს მიმდინარე სეზონი განსაზღვრავს, ხოლო ასპარეზზე კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი დგანან.


ექსპერტთა ანალიზი
რონალდო (რეალი) VS მესი (ბარსელონა)
ლიონელ მესი უნიკალური ნიმუშია იმისა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ფეხბურთელი, იგი არამხოლოდ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია, არამედ იგი მთელი საფეხბურთო ისტორიის სპექტრში გამოირჩევა თავისი გენიალური დრიბლინგით, დახვეწილი მოძრაობებითა და მოედნის შესანიშნავი ხედვით.

ეს მოთამაშე მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ ის ყრმობის ასაკიდანვე იქცა კატალონიის "ბარსელონას" თილისმად და ამ გუნდისა და მთელი საფეხბურთო სამყაროს გული მოიგო. ამჟამად არგენტინელის მოქმედების არიალი თავის კლუბში მოედნის ცენტრით შემოიფარგლება, ეს იყო პეპ გუარდიოლას დაჟინებული მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ ლეო მესის შესაძლებლობებში ახალი თვისებები გამოიკვეთა.

გასულ სეზონში მისი მიზნები გასაოცარი, განუმეორებელი და უბრალოდ შესანიშნავი იყო, მაგრამ რატომღაც ამ ახალგაზრდა არგენტინელმა მიმდინარე სეზონი ცოტა არ იყოს და მოკრძალებულად დაიწყო. 2010/11 წლის სეზონში მას შარშანდელთან შედარებით უფრო ცოტა გოლი გააქვს.
რონალდო (რეალი) VS მესი (ბარსელონა)
რონალდოს ყველა ის მოთამაშეობრივი, თუ ფიზიკური ასპექტი გააჩნია რაზეც ნებისმიერმა ფეხბურთელმა შესაძლოა იოცნებოს. იგი დიდებულ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება, მას გააჩნია ზღვარსგადასული საფეხბურთო ოსტატობა, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აქცევს.

აგერ უკვე საუკუნო დებატები წამოიჭრა, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბრთელი თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში, კრიშტიანო რონალდო თუ ლეო მესი? ამ ორ ფეხბურთელს განსხვავებულად უნდა მივუდგეთ, რადგან მათი საუკეთესო თვისებები ერთმანეთს ნაკლებად ემთხვევა. მაგალითად პორტუგალიელის მთავარი პლიუსი არანორმალურად მაღალი აჩქარებაა, მას ასევე გააჩნია მოულოდნელი და საოცარი სიძლიერის დარტყმების განხორციელება ნებისმიერი პოზიციიდან, დრიბლინგის დროს, მეორე სართულზე ორთაბრძოლისას...

ამასთან ერთად რომ არ ავღნიშნოთ რონალდოს კიდევ ერთი პლიუსი არ შეიძლება, მოგეხსენებათ პორტუგალიელი ვინგერი ორივე ფეხით დიდებულად თამაშობს, ალბათ სწორედ ეს გამოარჩევს მას ყველა მოქმედი ფეხბურთელისგან და მას მსოფლიოს ყველაზე სრულყოფილ მოთამაშედ აქცევს.

როგორ ითამაშეს რონალდომ და მესიმ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში?

კრიშტიანო რონალდო (მადრიდის რეალი 2-0 მადრიდის ატლეტიკო)

რონალდომ თავისი გოლების ექსტრავაგანტული სერია მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამართულ შეხვედრაში შეწყვიტა. მრავალი მცდელობის მიუხედავად პორტუგალიელმა თანაქალაქელების კარში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ლეო მესი (ხეტაფე 1-3 ბარსელონა)

რონალდოსგან განსხვავებით ლა ლიგის უკანასკნელ გათამაშებაში არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ხეტაფეს" წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქის კარის აღებაც მოახერხა.

რონალდო (რეალი) VS მესი (ბარსელონა)



By Kevlisha... dle 10.1

  • kevlisha
  • 10 ნოემბერი 2010
  • 8196
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (220)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)