დი მარია, ოზილი, ხედირა და კარვალიო

დი მარია, ოზილი, ხედირა და კარვალიო...


ანხელ დი მარია - ის ითვლება მსოფლიოში საუკეთესო მემარცხენე ფეხბურთელად. შარშანდელი წელი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა ”ბენფიკაში” და მან მსოფლიოში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ის არ გამოეპარათ მადრიდელებს და ”ბრჭყალები” ჩაავლეს მას. საბოლოოდ გარემარბი ”რეალის” რიგებშია და ერთ-ერთ ლიდერათაც მიიჩნევა. იგი შეცდომებს ძალიან იშვიათად უშვებს და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს. მან არაერთ მატჩში გამოიჩინა თავი და არაერთხელ დაგვანახა მისი შესაძლებლობა.

დი მარია, ოზილი, ხედირა და კარვალიო

მესუთ ოზილი - ეს ფეხბურთელი დიდად არ განსხვავდებოდა სხვა ფეხბურთელებისგან, სანამ გერმანელმა ”ბლანკოსის” მაისური არ მოირგო. ის გამოირჩევა დიდი ტექნიკითა და საოცარი მოედნის ხედვით. ესპანელმა ექსპერტებმა მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს და ეს ასეც იქნება. მას შეუძლია ყველგან თამაში და ნებისმიერი ფლანგის გაძლიერება, რაც ნამდვილად აღსანიშნავი და დასაფასებელია. საქმე ოზილს ”რეალში” აეწყო და არანაირი პრობლემა არ აქვს მას.
დი მარია, ოზილი, ხედირა და კარვალიო

ხედირა - ბევრი ფიქრობდა, რომ ეს ფეხბურთელი ”რეალს” ვერ მოერგებოდა. ბევრიც ფიქრობდა, რომ გერმანელი მაღალი დონის ფეხბურთელი არ იყო, თუმცა ისინი შეცდნენ, ვინაიდან მან და ალონსომ დიდი შედეგი მიიღეს და ”რეალს” დიდი ძალა შეჰმატეს. იგი მუდმივად ძირითადში თამაშობს, რადგან მან მოიპოვა ჟოზე მოურინიოს ნდობა, რაც საკმაოდ რთულია ნახევარმცველისთვის.
დი მარია, ოზილი, ხედირა და კარვალიო

კარვალიო - მოურინიოს საყვარელი ფეხბურთელი. მას უწოდებენ მცველსაც ფორვადსაც და ა.შ. დამეთანხმებით, რომ რიკარდო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და არა მხოლოდ მცველი, რადგან მას გოლების გატანაც შეუძლია. პორტუგალიელი, რაც ”ბლანკოსში” გადმოვიდა შეცდომა არ დაუშვია და მისი ფლანგი ყოველთვის დაცულია. ესპანელი გულშემატკივრების აზრით, პორტუგალიელის შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მადრიდელთა მხრიდან.
დი მარია, ოზილი, ხედირა და კარვალიო
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)