ვალდანო: ”სრულად ვაკონტროლებდით თამაშს”

”ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ, მადრიდელ ფეხბურთელებს თამაში, გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომაც მოუწონა.


”რიკარდო კარვალიო არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენგან მხურვალე აპლოდისმენტებს იმსახურებს.დაცვაში წარმატებული თამაშის პარალელურად, პორტუგალიელი მცველი გოლის გატანასაც ახერხებს.”

”ქარიმი ძალიან გახარებულია.ბოლო შეხვედრებში, ფრანგი თავისი პოტენციალის რეალიზებას ახდენს.ქარიმმა ბრწყინვალედ იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს თანაგუნდელების გვერდით.”

”ატლეტიკო” ნიჭიერი და სწრაფი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია.თანაქალაქელებთან დაპირისპირება ყოველთვის რთულია.აღსანიშნავია, რომ პრობლემებს, რომლებსაც პირველ ტაიმში წავაწყდით, მეორე ნახევარში გამოვასწორეთ.”

”ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად არის, თუმცა წინ კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს ჩასატარებელი.სასიხარულოა, რომ გუნდის ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია.”

”ახლა ”კოპა დელ რეიზე” უნდა გადავერთოთ.რასაკვირველია, ადვილი გასეირნება არც ”მურსიასთან” გველის, მაგრამ 80 ათასი ქომაგის წინაშე, შემდეგი ეტაპის საგზური უნდა მოვიპოვოთ.”

”კლასიკომდე ლიდერის პოზიციაზე ყოფნა ფრიად სასიამოვნოა, თუმცა აღნიშნული შეხვედრა ჩემპიონის ბედს ნამდვილად არ წყვეტს.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (242)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)