რონალდუს ორმოცდამეათე

პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი მადრიდულ კარიერაში მე-16 თვეს მოითვლის.


”კრ7”-მა, ამ პერიოდის განმავლობაში 49 შეხვედრის გამართვა მოახერხა თეთრი მაისურით, საიდანაც 45-ჯერ გამოიჩინა თავი, რაც საშუალოდ 0.91 გოლს უდრის თითოეულ პაექრობაში.

ნიშანდობლივია, რომ ორმოცდაცხრა მატჩიდან რონიმ 38 პრიმერა დივიზიონში ჩაატარა (37 გოლი), ხოლო 10 კი ჩემპიონთა ლიგაზე (8 გოლი).ალბათ, დამეთანხმებით, რონალდუ ბრწყინვალე მაჩვენებლის მატარებელია.შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მაშტაბით, კრიშტის მხოლოდ 4 ისეთი კლუბი დარჩა, რომლისთვისაც ბურთი არ შეუგდია (”ბარსელონა,” ”ატლეტიკო,” ”ლევანტე” და ”სპორტინგი).პირველ სამ გუნდთან რონალდუს ამ თვეში უწევს დაპირისპირება.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელმა ასე თუ გააგრძელა, სერიოზულ მწვერვალებს დაიპყრობს (”პიჩიჩი,” ”ოქროს ბურთი” და ლა ლიგაში უგო სანჩესის რეკორდის მოხსნა, რომელმაც ერთ სეზონში 38 გოლის შეგდება მოახერხა).

ახალი ბუცები
მადრიდულ დერბიში კრიშტიანუ ახალი ბუცებით გამოჩნდება მოედანზე.”Mercurial Vapor SuperFly II” სწორედ ასე ეწოდება ”ნაიკის” ახალ ბრენდს.იმედია, რონალდუ თავის 50-ე თამაშს, მეტოქის კარის ბადის შერხევით აღნიშნავს.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)