ლასი:"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვის შევხვდებით ჩემპიონთა ლიგაზე"

სპეციალისტების ცნობით,ლასანა დიარა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ამ სეზონში.ფეხბურთელმა ისაუბრა იმაზე,რომ ის მწვრთნელის ყველა მითითებას ასრულებს.


თქვენთვის დიდი პატივია 10 ნომრიანი მაისურის ტარება?

მე ჯერ კიდევ არ მაქვს საკუთარი ნომერი.10 ნომრიანი მაისური მე ჩავიცვი "როსენბორგის" წინააღმდეგ,რადგან ეს იყო ერთადერთი თავისუფალი ნომერი.მე არ ვიცი რა ნომრით ვითამაშებ ამ სეზონში.

ვესლი სნეიდერის ნომერი გახდება ვაკანტური.დღეს ის დაგემშვიდობათ.როგორ გრძნობდა თავს?

ჩვენ მას ყველაფერ კარგს ვუსურვებთ.ის და ჩვენი კლუბი სულ სხვა გზით მიდიან.ვესლი შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი მეგობარია.

თქვენ გაიტანეთ ულამაზესი გოლი "როსენბორგის" წინააღმდეგ მოედანზე თავისუფალი მოქმედების შედეგად.სულ იმოძრავებთ თავისუფლად თუ მწვრთნელმა დაგავალათ ასე თამაში?

ამ მატჩში მე ვეხმარებოდი თავდამსხმელებს,მაგრამ დაცვითი სტილის მოთამაშე ვარ.მე მუდამ ვასრულებ მწვრთნელის დავალებებს.

როგორ ფიქრობთ,"რეალზე" იქნება ზეწოლა თუ "ბარსელონაზე"?

ვფიქრობ,ორივე კლუბზე იქნება ზეწოლა.კლუბმა შეიძინა შესანიშნავი ფეხბურთელები.მხოლოდ ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

რას ფიქრობთ კრისტიანო რონალდოზე?

პრემიერლიგა განსხვავებულია პრიმერადივიზიონისგან.მას სჭირდება დრო ადაპტაციისათვის.მას აქვს ისეთი ოსტატობა,რომ მალე გაიაროს ადაპტაციის პროცესი.

რამდენად ძლიერი ცენტრალური ნახევარდაცვა ჰყავს "რეალს" "ბარსელონასთან" შედარებით?

კლუბი გაძლიერდა ისეთი მოთამაშეებით,როგორებიცაა ხაბი ალონსო და ესტებან გრანერო."ბარსელონას" შესანიშნავი ცენტრი ჰყას,მაგრამ ჩვენმა გუნდმა დიდებული შენაძენები გააკეთა.

თქვენ თამაშობდით ხაბი ალონსოსთან ერთად.აქვს მწვრთნელს სხვა ვარიანტი ცენტრში თამაშისათვის?

მას აქვს რამდენიმე ვარიანტი.მე და ხაბი დიდი დროის მანძილზე ვთამაშობდით,მაგრამ გუტი,გაგო და გრანეროც შესანიშნავად თამაშობენ.ვინ ითამაშებს,პელეგრინი გადაწყვეტს.

რომელ გუნდთან გსურთ შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში?

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია.

თქვენს ჯგუფში შეიძლება მოხვდეს თქვენი ყოფილი კლუბები:"არსენალი" და "ჩელსი".რით გამოირჩევიან ეს კლუბები "სამეფო კლუბისგან"?

როცა მე ინგლისში ვთამაშობდი,ძალიან ახალგაზრდა ვიყავი.ახლა მე ცოტა გამოცდილება მივიღე.ამ გუნდებთან თამაში ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება.

გაოცებული ხართ ბენზემას საუცხოო თამაშით?

არა.მე მას ვიცნობ საფრანგეთის ნაკრებში და "ლიონში" ასპარეზობის შემდეგ.მუდამ ვიცოდი მისი საუცხოო თამაშის შესახებ.გახარებული ვარ ქარიმის ასეთი თამაშით.

ვისთან ერთად გირჩევნიათ ცენტრში თამაში?

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა.მე პელეგრინის დავალებებს ვასრულებ.

რთულია ფეხბურთელისთვის რამადანის წესების დაცვა?

ეს ჩემთვის არ არის რთული და არც ჩემი თანაგუნდელებისთვის.კლუბს აქვს სპეციალური პროგრამა.ეს იყო გასულ წლებში,არის და იქნება.

მაკელელე მოედნის ცენტრის ლიდერი იყო,როცა გუნდი კარგად თამაშობდა შეტევაში.გრძნობთ,რომ ასრულებთ იგივე როლს,რასაც ასრულებდა კლოდი "რეალში" თამაშისას?გისაუბრიათ მასთან ამის თაობაზე?

მე ხშირად ვესაუბრები კლოდს,მაგრამ არა ამის შესახებ.მე ლასი ვარ,ის–მაკელელე.მე მწვრთნელის დავალებებს ვასრულებ და ვაკონტროლებ ნახევარდაცვას.მე არ ვაპირებ ისე თამაშს,როგორსაც აჩვენებდა მაკელელე.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com


dle 10.1

  • faqo
  • 28 აგვისტო 2009
  • 2039
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)