მაიკონი რეალს მიუახლოვდა
ბრაზილიელი მცველის დუგლას მაიკონის აგენტმა განაცხადა, რომ იგი ელოდება შემოთავაზებას. მან განაცხადა, რომ რეალს სურს მაიკონის შეძენა და ფეხბურთელიც არ იტყოდა უარს მადრიდში გადაბარგებაზე.
Goal.com თან საუბრისას მაიკონის აგენტმა განაცხადა: "თავდაპირველად მაიკონი მზად იყო ხელი მოეწერა ინტერის მიერ შემოთავაზებულ ახალ კონტრაქტს, სადაც მას ამჟამინდელთან შედარებით გაცილებით უფრო კარგ პირობებს სთავაზობდა, თუმცა მას შემდეგ რაც მან გაიგო რომ მისით დაინტერესებული იყო მადრიდის რეალი, კონტრაქტის განახლება გადაიფიქრა."
"ჩვენ ველოდებით მადრიდის რეალის შემოთავაზებას და ვიმედოვნებ, რომ რეალი სულ მალე ოფიციალურად მიმართავს ინტერის ხელმძღვანელობას მაიკონის ტრანსფერთან დაკავშირებით." - განაცხადა დუგლას მაიკონის აგენტმა
ამავდროულად ინტერის სპორტულმა დირექტორმა პაოლილლომ განაცხადა, რომ ინტერის ხელმძღვანელობა მზად არის განიხილოს ნებისმიერი სერიოზული შემოთავაზება, რომელიც დაკავშირებული იქნება მაიკონთან.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 3 ივლისი 2009
- 2133
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.