მარსელო:„ნეიმარმა „რეალის“ ქომაგების სურვილი უნდა აასრულოს“

მარსელო ვიეირამ „პსჟ“-სთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„მოედანზე ძალიან გაბრაზებულები უნდა გავიდეთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. წლებია მადრიდის „რეალის“ ღირსებას ვიცავ და ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობ, მაგრამ თითოეული მატჩი დიდი გამოწვევა და მოტივაციაა.“

„არასდროს ვაქცევთ ყურადღებას საზოგადოებაში არსებულ კრიტიკას, კონცენტრაციას კონკრეტულ შეხვედრაზე ვახდენთ. დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს, უბრალოდ გვსურს, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხოთ და 1/4 ფინალში გავიდეთ.“

„გულშემატკივრებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ჩვენ მათი იმედი გვაქვს. ბერნაბეუზე საოცარი ატმოსფერო უნდა შეიქმას, ამის გაკეთება მადრიდელებს შესანიშნავად შეუძლიათ.“

„„პსჟ“-ს შესანიშნავი თავდასხმა ჰყავს. ნეიმარის მიმართ დიდი ყურადება გვმართებს, მაგრამ არ ვთვლი, რომ უნაი ემერის გუნდი მხოლოდ ჩემი თანემემამულის კარგ თამაშზეა დაყრდნობილი. არ დაგვავიწყდეს სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან ფართო, ღია და ლაღ ფეხბურთს თამაშობენ.“

„„რეალის“ გულშემატკივრები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ მსოფლიო ვარსკვლავებს და მათ გუნდში ხილვა სურთ. მე ვფიქრობ, ნეიმარმა „ბლანკოსის“ ქომაგების სურვილი უნდა აასრულოს.“

„ზეწოლა რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ პროფესიონალები ვართ და ზეწოლის ქვეშ არ ვექცევით. უკვე 11 წელია „ბლანკოსის“ ღირსებას ვიცავ და მსგავსი სიტუაცია ნორმალურად მიმაჩნია.“

„ზინედინ ზიდანი გულახდილი ადამიანია. მას უდიდეს პატივს ვცემ. თითოეული ფეხბურთელი მთავარი მწვრთნელის მიმართ დიდი ნდობით არის აღჭურვილი, ის ბრწყინვალე მენეჯერია.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 13 თებერვალი 2018
  • 9071
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)