დღეს ვისაუბრებთ რეალის მიერ მოგებულ მეცხრე ჩემპიონთა ლიგაზე. რეალმა 2002
წელს მეცხრე და ჯერჯერობით უკანასკნელი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. აღსანიშნავია, რომ
მადრიდელები 1998 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგას ყოველ 2 წელიწადში იგებ-
დნენ(1998, 2000, 2002).
კენჭისყრის შემდეგ რეალი პირველ ჯგუფში მოხდა, სადაც მას კონკურენციას რომა, მოსკოვის ლოკომოტივი და ანდერლეხტი უწევდნენ. მადრიდელები ყოველგვარი დაძაბვის
გარეშე გავიდნენ ჯგუფიდან. ზედიზედ 4 მატჩის მოგებით ნაადრევად გაინაღდეს მომდევნო ეტაპის საგზური, ბოლო 2 მატჩი მოვალეობის მოხდის მიზნით ჩაატარეს და ისიც მეორე შემადგენლობით.


  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 4279
  • 0
ისტორიული მატჩების ქრონიკა:
რეალი 4-3 რეიმსი

ვაგრძელებთ რეალის ისტორიულ მატჩებზე საუბარს. ამჯერად, თქვენს ყურადღებას
ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალზე გავამახვილებთ, სადაც მადრიდის რეალმა ფრანგული რეიმსი 4-3 დაამარცხა.
ჩემპიონთა თასის ძირითად პერიპეტიებზე რეალი-აინტრახტის მატჩის მიმოხილვისას ვისაუბრეთ. ახლად დაფუძნებულმა საკლუბო ტურნირმა ევროპაში დიდი ყურადღება მიიქცია. რეალმა, როგორც ამ ტურნირის დაარსების ერთერთმა მხარდამჭერმა(მაშინ ჩემპიონთა თასის დაარსებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა), გათამაშებაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 3585
  • 0
დღეიდან ვაგრძელებთ რეალის ისტორიული მატჩების მოკლე ანალიზს. ჩვენ გავი-
ხსენებთ რეალის მიერ ჩატარებულ დიდებულ მატჩებს, რომელიც საკმაოდ მრავლად იყო
ამ დიადი გუნდის არსებობის მანძილზე. დღეს ვისაუბროთ 1960 წლის ჩემპიონთა ლიგის
ფინალზე. ამ წელს რეალმა ზედიზედ 5-ედ(1956, 1957, 1958, 1959) მოიგო ჩემპიონთა თასი.
(ამ ტურნირს წლების მანძილზე ჩემპიონთა თასი ერქვა, ჩემპიონთა ლიგა, როგორც სა-
ხელწოდება მიიღო 1992 წელს). თავიდან მატჩის სტატისტიკური მონაცემები:

რეალი 7-3 აინტრახტი

გოლები: 0-1 კრესი(18), 1-1 დი სტეფანო(27), 2-1 დი სტეფანო(30), 3-1 პუშკაში(46),
4-1 პუშკაში(56), 5-1 პუშკაში(60), 6-1 პუშკაში(71), 6-2 შტეინი(72), 7-2 დი
სტეფანო(73), 7-3 შტეინი(75).

რეალი: 1-დომინგესი, 2-პაჩინი, 3-მარკინტოსი, 4-სანტამარია, 5-სარაგა(კაპ), 6-ვიდ-
ალი, 7-კანარიო, 8-დელ სოლი, 9-დი სტეფანო, 10-პუშკაში, 11-ხენტო.

მწვრთნელი: მიგელ მუნიოსი.

აინტრახტი: 1-ლოი, 2-ლუცი, 3-ჰოფერი, 4-ვეილბაჰერი(კაპ), 5-ეიგენბროდტი, 6-სტი-
ნკა, 7-კრესი, 8-ლინდერი, 9-შტეინი, 10-პფაფი, 11-მეიერი.

მწვრთნელი: პოლ ოსვალდი.

თარიღი: 1960 წლის 13 მაისი.
სტადიონი: ჰემდენ პარკი, გლაზგო.
დასწრება: 135 000.
მსაჯი: ჯონ მოუათი(შოტლანდია).

იმ წლებში, როდესაც რეალის ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორიც-
აა დი სტეფანო, პუშკაში, რიალი, ხენტო, - სწორედ ამ პერიოდში რეალი დიდებულ ფეხბურთს თამაშობდა. მადრიდელები მეტოქეებს თავისუფლად ამარცხებდნენ.
ჩემპიონთა ლიგის დაარსების იდეას, რომელიც 1955 წელს წამოიჭრა საფეხბურთო ევროპაში, რეალმა მხარი დაუჭირა. მადრიდელთა მაშინდელი პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ ფრიად მოხიბლული დარჩა ამ იდეით. შედეგად 1956 წლიდან სტარტი აიღო
გათამაშებამ ჩემპიონთა თასის სახელწოდებით. და მან მაშინვე ევროპის უპრესტიჟულესი გათამაშების სახელი მოიპოვა.
პირველი 5 გათამაშება მადრიდის რეალმა მოიგო. დღეს სწორედ მეხუთე გათამაშება-
ზე ვისაუბრებთ. მადრიდის რეალი, ამ წელსაც ფავორიტად ითვლებოდა. მისთვის კონ-
კურენციის გაწევის უმთავრესი კანდიდატი აინტრახტი და ბარსელონა იყო.
პირველ ეტაპზე მადრიდლებმა დაამარცხეს ლუქსემბურგის “ჟენისი” ორი მატჩის
ჯამში 12-2(7-0, 5-2). 1/4 ფინალში რეალის მეტოქე ფრანგული “ნიცა” იყო. მადრიდელებ-
მა ეს ეტაპიც წარმატებით დაძლიეს დი სტეფანოს დიდებული თამაშის წყალობით.
მიუხედავად იმისა, რომ რეალმა საფრანგეთში 3-2 წააგო, მადრიდში იმარჯვა 4-0 და
1/2 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დაუძინებელი მტერი ბარსელონა იყო. მადრი-
დელებმა ბარსელონას ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით მოუგეს 3-1 და ფინალში გავ-
იდნენ.
ფინალი გლაზგოში უნდა გამართულიყო. მანჩესტერის დამრიგებელი სერ ალექს ფერ-
გიუსონი, რომელიც მაშინ 18 წლის იყო და ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა, იხს-
ენებს: “ხალხი მოუთმენლად ელოდა ფინალის დაწყებას. წინასამატჩო ვარჯიშებზე ტევა არ იყო. ფაროვიტი? ასეთად გლაზგოელებს აინტრახტი მიაჩნდათ, რადგან რეაინჯერსს
გერმანულმა კლუბმა ერთი ამოსუნთქვით მოუგო.(1/2 ფინალში აინტრახტმა რეინჯერსი
ორივე შეხვედრაში დაამარცხა(6-1, 6-3)). ფეხბურთელები ფინალს ვესწრებოდით. ყველა
ჩემი თანაგუნდელი აინტრახტის მოგებას ელოდა. თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მო-
ხდა. შეიძლება ვინმეს ეგონა რომ რეალი მოგებდა, მაგრამ ასეთ ანგარიშს ვერავინ წარმოიდგენდა.”
რეალმა ფინალი აქტიურად დაიწყო. ბერნაბეუმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ აინტრახტის ბარიერის დაძლევა რეალს თავისუფლად შეეძლო. მაშინდელმა მწვრთნელ-
მა მიგელ მუნიოსმა სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. რის შემდეგაც ის კი-
დევ 14 წელი წვრთნიდა გუნდს(1960-1974).
ანგარიში მოულოდნელად გერმანელებმა გახსნეს. გოლი კრესიმ გაიტანა. რეალი გოლს არ შეუშინებია და დი სტეფანოს დუბლით პირველი ტაიმი მოიგო კიდეც.
მეორე ტაიმის დასაწყისში აინტრახტმა ზეწოლა გააძლიერა. რეალის კარში გოლი
თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ... როგორც ამბობენ, მაშინდელი მატჩის მიმომხილვე-ლები ამის შემდეგ მოედანზე ფეხბურთს 1 ადამიანი თამაშობდა, რომელიც საკუთარ გუნდს წინ მიუძღვოდა. ეს ლეგენდარული ფერენც პუშკაში გახლდათ, რომელმაც 25 წუთიან მონაკვეთში პოკერი შეასრულა და რეალი 6-1 დააწინაურა. მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 30 წუთით ადრე გადაწყდა. ამის შემდეგ აინტრახტმა ძალიან მოინდომა, თუმცა გერმანელებს უკვე ჰქონდათ ფსიქოლოგიური ტრავმა და მატჩის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს. დი სტეფანომ კი სულაც მეშვიდე გოლი გაუტანა ფრანკფურტელებს.
რეალმა არსებობის ისტორიაში მეხუთე ჩემპიონთა თასი მოიგო. ეს თამაში მიჩნეულია
ყველა დროის საუკეთესო ფინალად ჩემპიონთა თასის ისტორიაში. გლაზგოურ პუბლიკ-
ას კი დიდხანს ახსოვდა რეალის დიდებული თამაში ჰემდენ პარკზე, სადაც ბლანკოსი 42 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა(2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ გლაზგოში გაიმართა) და ისევ გამარჯვებული დატოვა შოტლადია.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 4352
  • 0
შარშან რეალმა ძალიან დაძაბული სეზონი ჩაატარა. მადრიდელებმა უამრავი კარგი თუ ცუდი მატჩი გამართეს და არასტაბილური თამაშით დაგვამახსოვრეს თავი. თუმცა ეს მხოლოდ თებერვლამდე. მას შემდეგ კი რაც ბლანკოსი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, მადრიდულმა გუნდმა აღმავლობა დაიწყო და შედეგად სეზონი ტიტულით დაასრულა.
  • SunSay
  • 3 ივლისი 2009
  • 7353
  • 0

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)