სოლარი:„მუშაობას ვაგრძელებ და ინტრიგებს არ ვყვები“

სანტიაგო სოლარიმ „ვალიადოლიდთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთული მატჩი გველის, აქედან გამომდინარე, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ მოსაგებად. 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იქნება.“

„არ მსურს იმაზე საუბარი, თუ რა მოხდება „ვალიადოლიდთან“ დამარცხების შემთხვევაში. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვეცადოთ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ.“

„რამოსის მხარდაჭერა? კაპიტანს პატივს ვცემ, ის გუნდს წინ უნდა გაუძღვეს.“

„მსურს, ყველაფერს წერტილი დავუსვა და განგიცხადოთ, რომ ინტრიგებს და ჭორებს არ ვყვები, მე „რეალის“ მწვრთნელი ვარ და კლუბს დავტოვებ, თუ არა ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.“

„გავწვრთნი თუ არა „რეალს“ ივლისში? ჰიპოთეტური კითხვაა, რომელზეც პასუხს ვერ გაგცემთ. ბოდიში.“

„ისკოს ფორმა? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ის კონკურენტუნარიანი იყოს და სათამაშო კონდიციის მხრივ მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.“

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვემსახურები სამეფო კლუბს. რა მოხდება ხვალ და ზეგ მე არ ვფიქრობ. ჩემი მთავარი საზრუნავი ახლა „ვალიადოლიდის“ დამარცხებაა.“

„მე ყოველთვის ვაკეთებდი და გავაკეთებ მაქსიმუმს იმისათვის, რომ გუნდმა საკუთარი სახე დაიბრუნოს და უმაღლეს დონეზე ითამაშოს. ჩემთვის ყველა ვარჯიშს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ ვუღალატებთ ფასეულობებს და ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

„დიახ, ჩვენ დამწუხრებულები ვართ და გვტკივა ყველა მატჩი, რომელსაც ვაგებთ, მაგრამ ჩვენი გუნდის სიდიადე და ფასეულობები ყველაფერს წონის. მსურს მივმართო ქომაგებს და დავპირდე, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება და გუნდი კვლავ ითამაშებს უმაღლეს დონეზე. ჩვენ თვითკრიტიკა არ გვაკლია და სიტუაციას რეალურად ვაფასებთ.“ dle 10.1


76

10 მარტი 2019 09:04

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Clever liar
არც შანტაჟი და სხვის დრაკში ობიექტივის კიტინი ევალება ბენზემას მარა მშვენივრად გამოსდის :D

აუ საღოლ 😂🤣

77

10 მარტი 2019 09:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მონაკოს მწვრთნელი რომ იყო ჟარდიმი აი ის გაასწორებს რეალის მწვრთნელად თან აკვდება გუნდის სტილს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)