ზიდანი:„„ბაიერნთან“ მატჩის წინ ერთი რთული პრობლემა შეგვექმნა“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერნეცია გამართა...


„მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ და ლა ლიგაში მეორე ადგილის დასაკავებლად ბრძოლა გრძელდება.“

„ბეილმა 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო. ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, გავა თუ არა მოედანზე უელსელი „ბაიერნთან“ შეხვედრაში.“

„პრობლემა ძალიან დიდია. დანიელ კარვახალის შემცვლელი ფაქტობრივად არ გვყავს. ნაჩოს თამაში საეჭვოა, ჰაკიმს პირველი სეზონი აქვს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ფლანგის ჩაბარება სარისკო იქნება, თუმცა ეს ვარიანტი მაინც განიხილება.“

„არ არის გამორიცხული ლუკას ვასკესმა მარჯვენა მცველად ითამაშოს, ამაზე ვმუშაობთ. კარვახალით გამოწვეული დანაკლისის აღმოფხვრა ურთულესი იქნება.“

„„ბაიერნთან“ შეხვედრაში „იუვენტუსთან“ დაშვებული შეცდომების გამეორებას არ ვაპირებთ.“

„ვულოცავ ბენზემას, მან საიუბილეო გამარჯვება დააფიქსირა.“

„დანი სებალიოსის თამაში მართლაც საოცარი იყო. ესპანელმა ბრწყინვალედ იასპარეზა.“

„კაზემიროს მცველად დაყენება რამოსის და ვარანის დასვენებაც განაპირობა, იგივეს განმეორებას მიუნხელებთან არ ვაპირებ.“ dle 10.1


76

29 აპრილი 2018 15:03

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვასკესი რიბერის კი მაგრად დაღლის და მგონი გაუმკლავდება მაგრამ მარტო ეგ ხო არაა მცველის მოვალეობა პოზიციის ზუსტად შერჩევაც უნდა იდოდეს, დაზღვევაც მეორე სართულზე თამაშიც... ეგ კიდე ნახტომში უფრო დაბალია ვიდრე ლევანა აუმხტარი. არადა აკრაფის თამაში არაფრით არ შეიძლება ფსიქოლოგიურად შეჭამს მაგას რიბერი უეჭველი წითელს ააკიდინებს. ისევ ნაჩო ჯობია ყველას და ეგ იქნება დიდი ალბათობით

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)