კარის დარაჯისათვის ძალიან რთულია შეინარჩუნო თავდაჯერებულობა და დარჩე მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც მოწინააღმდეგე 3-ჯერ ასრულებს შედეგიან დარტყმას, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ტიბო კურტუაზე. ეს უკანასკნელი დიდებულ სეზონს ატარებს.
იტალიელი დამრიგებლის თაოსნობით, „რეალმა“ ორმატჩიან დუელში 5-4 დაამარცხა „ჩელსი.“
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურის ფარგლებში, „რეალი“ გასვლით შეხვედრას გამართავს „სევილიას“ წინააღმდეგ.
ალბათ, მოდრიჩის თამაშის შემხედვარე არავის რჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს ვეტერან ფეხბურთელთან, რომელსაც რამდენიმე თვეში 37 წელი შეუსრულდება.
21 წლის ბრაზილიელი შემტევი მაგიური საღამოს ერთ-ერთი შემოქმედია. ის 79-ე წუთზე ჩაერთო მატჩში და სულ რაღაც 2 წუთში, ლუკა მოდრიჩის გენიარული გადაცემა გოლად გარდასახა.
ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „ჩელსის“ მაგიური დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
  • Hala
  • 13 აპრილი 2022
  • 1858
  • 28
რიო ფერდინანდი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა „რეალისა“ და „ჩელსის“ განვლილ დაპირისპირებას.
„ჩელსი“ ესპანეთის დედაქალაქს ჩ/ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ამპლუაში სტუმრობდა, თუმცა მადრიდელებმა ეს არ შეიმჩნიეს და ნახევარფინალის საგზურიც სწორედ ანჩელოტის შეგირდებს ხვდათ წილად.
კარიმ ბენზემა „ჩელსისა“ და პერსონალურად ედუარდო მენდის ღამის კოშმარად იქცა. „სტემფორდ ბრიჯზე“ შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, „არისტოკრატების“ კარის ბადე „სანტიაგო ბერნაბეუზეც“ შეარხია. მორიგი თავური დარტყმით ფრანგმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგას გამოთიშა მოქმედი ჩემპიონი.
რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიმ ბენზემას ეპოქალური ფეხბურთელი უწოდა...
  • Hala
  • 13 აპრილი 2022
  • 991
  • 0
ტომას ტუხელმა „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც წაგების მიზეზებზე ისაუბრა...
  • Hala
  • 13 აპრილი 2022
  • 9842
  • 4
ტიბო კურტუამ „ჩელსისთან“ დაპირისპირების შემდეგ მთავარი არბიტრი გააკრიტიკა...
  • Hala
  • 13 აპრილი 2022
  • 7992
  • 0
ნაჩო ფერნანდესმა „ჩელსისთან“ დაპირისპირება შეაფასა...
  • Hala
  • 13 აპრილი 2022
  • 852
  • 2
„ჩელსისთან“ განმეორებითი დაპირისპირების დროს, კარლო ანჩელოტიმ პირველი ცვლილება 73-ე წუთზე განახორციელა.
ფედერიკო ვალვერდე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იყო თავდადებული და ბოლომდე იბრძოლო გუნდის წარმატებისთვის...
  • Hala
  • 13 აპრილი 2022
  • 962
  • 2
მადრიდის „რეალი“ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში იასპარეზებს და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის როდრიგოს. ახალგაზრდა შემტევმა მოედანზე შემოსვლიდან 2 წუთში შეძლო ზუსტი დარტყმის განხორციელება მენდის კარის მიმართულებით, რამაც გარდატეხა შეიტანა მატჩის მიმდინარეობაში.
დიდებულმა ლუკა მოდრიჩმა მორიგი ფეერიული ასპარეზობა შემოგვთავაზა. 36 წლის ხორვატი 120 წუთის განმავლობაში უშეღავათო ბრძოლაში იყო ჩართული და როდესაც გუნდი 3 ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, შესანიშნავი საგოლე გადაცემა დაუხატა თანაგუნდელ როდრიგოს. ნახევარმცველმა სრულიად დამსახურებულად მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება.
კარლო ანჩელოტიმ „ჩელსისთან“ ჩატარებული განმეორებითი დაპირისპირება შეაჯამა.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ საკმაოდ დრამატულ შეხვედრაში, მადრიდელებმა 2-3 დათმეს „ჩელსისთან,“ თუმცა ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული შედეგის (5-4) მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის საგზური ანჩელოტის შეგირდებს ერგოთ.
სამეფო კლუბი 1/2 ფინალშია. დრამატული ბრძოლა დასრულდა. გილოცავთ მადრიდისტებო, ჰალა მადრიდ!!!

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)