ვისენტე დელ ბოსკე

ვისენტე დელ ბოსკე მადრიდული პუბლიკისათვის კარგად ნაცნობი პიროვნებაა, სწორედ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მოიგო მადრიდის რეალმა ყველაფერი, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო. თუმცა როდესაც ამ ადამიანის სახელი და გვარი გვესმის ყოველთვის ჩვენი ფიქრები მის სამწვრთნელო კარიერასთან არის დაკავშირებული და ალბათ მხოლოდ სტაჟიან გულშემატკივარს თუ ეცოდინება, რომ ვისენტე დელ ბოსკე თავდაპირველად მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო და კლუბში 18 წელი გაატარა. მისი საფეხბურთო კარიერა კი სამწვრთნელო კარიერას არაფრით ჩამოუვარდება.


დაბადების თარიღი: 23/12/1950
დაბადების ადგილი: სალამანკა
კლუბს შეუერთდა: 1968
კლუბი დატოვა: 1984
პოზიცია: ნახევარმცველი
ჩატარებული მატჩები: 335
გატანილი გოლები: 37
ესპანეთის ნაკრები: 18 მატჩი


ადრეული წლები და კარიერის დასაწყისი

ვისენტე პირველი კონტაქტი ბურთთან ადრეულ ასაკში სალამანკას ერთ-ერთ ქუჩაზე შედგაა და იმ მომენტშივე იგრძნო, რომ ბურთთან ერთად თავს კომფორტულად გრძნობდა, ამიტომ გადაწყვიტა ფეხბურთს დიდი სერიოზულობით მოკიდებოდა და ფეხბურთელი გამხდარიყო. თავდაპირველად იგი ადგილობრივი კლუბის სკაუტებმა შეამჩნიეს და გუნდში აიყვანეს. დელ ბოსკეს ყოველთვის სიამოვნებდა შეტევაში თამაში და გუნდისთვისაც დიდი სარგებელი მოჰქონდა, თავისი გოლებითა და საგოლე გადაცემებით. სალამანკაში ასპარეზობისას ვისენტე ტიპიური ცხრა ნომერი იყო და ამ პოზიციაზე თანატოლებს შორის საუკეთესო იყო.

1968 წელს დელ ბოსკეს ტალანტი სამეფო კლუბის სკაუტებმა შენიშნეს და ფეხბურთელი რეალის აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც მან 2 წელი გაატარა. 1970/71 წ. სეზონში კი ვისენტე ძირითად კლუბს შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო და ბლანკოსის ხელმძღვანელობამ იმავე სეზონში მისი იჯარით გაცემა გადაწყვიტა, რათა ცოტა ხანში უფრო გამოცდილი და ჩამოყალიბებული ფეხბურთელი მიეღო.

წარმატება ტრანსფერის შემდეგ

ფეხბურთელი კასტელეონში გადავიდა, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობდა, მაგრამ ვისენტეს ტრავმებმა ხელი შეუშალეს პროგრესირებაში. ერთი სეზონის განმავლობაში მან 2 სერიოზული ოპერაცია გაიკეთა.

შემდეგ სეზონში ფეხბურთელი კვლავ დაბრუნდა სალამანკას კასტელეონში და საფეხბურთო სამყაროს თავისი რეალური ძალა დაანახა. ვისენტე დელ ბოსკე ძალიან ტექნიკური და ამავე დროს მებრძოლი ფეხბურთელი გამოდგა, ამ უნარების მეშვეობით ფეხბურთელს რეალის ძირითად გუნდში ადგილი გარანტირებული ჰქონდა. სამეფო კლუბში დელ ბოსკე 1973 წელს დაბრუნდა და 1984 წლამდე გუნდთან ერთად იყო, მან 11 შესანიშნავი სეზონი გაატარა რეალში და პირნათლად შეასრულა თავისი მოვალეობა.

პოზიცია

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ვისენტე დელ ბოსკე ახალგაზრდობაში ტიპიური 9 ნომერი იყო, თუმცა როდესაც პროფესიონალური ფეხბურთის თამაში დაიწყო მას პოზიცია შეუცვალეს და თავდამსხმელების უკან დაიწყო თამაში - შემტევ ნახევარმცველად, მას ჰქონდა შესანიშნავი მოედნის ხედვა და ზუსტი პასი. ზოგი მწვრთნელი კი მას ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა, რადგან იგი იყო მებრძოლი და ჰქონდა შესანიშნავი გრძელი პასი.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი

დელ ბოსკესათვის ყველაზე ემოციურ მატჩად მის კარიერაში მიაჩნია მატჩი რეალსა და ბარსელონას შორის, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იმავე სეზონში იოან კრუიფის ხელმძღვანელობით კატალონიელებმა სამეფო კლუბი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. თეთრებს იმ დროს მალოუნი წვრთნიდა, რომელმაც განმეორებითი მატჩისათვის მოედანზე "დირიჟორად" ვისენტე დელ ბოსკე აირჩია და მას სრული თავისუფლება მისცა, სწორედ ამ გადაწყვეტილების წყალობით მადრიდელებმა მოახერხეს რევანშის აღება.

dle 10.1

  • SunSay
  • 5 სექტემბერი 2010
  • 6567
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (219)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)