2009–2010 წლების სეზონის მიმოხილვა [პირველი ნაწილი]

სულ რაღაც ერთი თვის წინ დასრულდა ''ლა ლიგის'' ჩემპიონატი. ახლა კი მთელი საფეხბუღტო სამყარო მიმართულია სამხრეთ აფრიკისკენ სადაც მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. მე მინდა რამოდენიმე წუთით მოგწყვიტოთ ამ საფეხბურთო ციებ–ცხელებას და ცოთახნით დავბრუნდეთ წარსულში. ეს წარსული კი 2009–2010 წლების სეზონია. ამ სტატიაში და არამარტო ამაში მინდა გესაუბროთ ''მადრიდის რეალის'' გამართულ მატჩებზე.შემოგთავაზოთ ყველა გატანილი გოლი და ასე შემდეგ.


სანამ პირდაპირ მატჩებზე გადავალთ ორიოდ სიტყვით ვისაუბროთ ''მადრიდის რეალის'' შესახებ. სააფეხბურთო სამყაროსთვის ყველაზე დიდი თანხა იქნა დახარჯული ფლორენტინო პერესის მიერ. მან 300 მილიონი ევრო, ასე, რომ ვთქვათ ჩადო ფეხბურთელებში, იყიდა კრისტიანო რონალდო, კაკა, კარიმ ბენზემა, ხაბი ალონსო და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელი. თუმცა ამდენი თანხის გადახდის შემდეგაც ''მერენგებმა'' ვერ შეძლეს და ვერ მოიგეს ვერცერთი ტიტული 2009–2010 წლების სეზონში.

ბევრი, რომ არ გავაგრძელო მინდა საქმეს შევუდგე და შეგახსენოთ ყველა ის მატჩი რომელის ''ბლანკოსის'' ფეხბურთელებმა გამართეს წინა სეზონში.

მაშ ასე... დავიწყოთ.

1. 29/08/2009
ლა ლიგა 1 ტური.
''მადრიდის რეალი'' 3–2 ''დეპორტივო''
რაული (26) 1–0, რიკი (30) 1–1, რონალდო (პენ) (35) 2–1 ვალერონი (46) 2–2 ლასანა დიარა (60) 3–2

''მადრიდის რეალმა'' სეზონი დაიწყო ''სანტიაგო ბერნაბეუს'' სტადიონზე. მათ წინააღმდეგ ''დეპორტივოს'' ფეხბურთელები ირჯებოდნენ. მთელი მატჩის მანძილზე სუფევდა დაძაბულობა. ორმხრივი შეტევები, გოლების წვიმა. ლასანა დიარა ამ მატჩის გმირად მოგვევლინა. მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ''ბლანკოსის'' ფეხბურთელებს მოუტანა პირველი 3 ქულა.





2. 12/09/2009
ლა ლიგა, 2 ტური
“ესპანიოლი”–”რეალი” 0:3
გოლები: ესტებან გრანერო, 39 (0:1), გუტი, 77 (0:2), კრიშტიანუ რონალდუ, 90 (0:3)

ეს იყო ''ესპანიოლის'' პირველი მატჩი კაპიტნის გარეშე რომელიც მატჩამდე მოსამზადებელ ვარჯიშზე გულის პრობლემი გამო დაიღუპა. მისი პლაკატებით მიმოფენილი იყო ''კატალონიელთა'' სტადიონი. ამ მატჩი ''მადრიდის რეალს'' არ გასჭირვები გამარჯვება. ეს ანგარიშიდანაც კარგად სჩანს. გრანეროს, გუტის და კრიშტინუ რონალდოს შესანიშნავი თამაშის წყალობით ''მერენგებმა'' კიდევ სამი ქულა მიითვალეს საკუთარ აქტივში. ასევე მატჩში გამორჩეული იყო ''ბრაზილიელი'' კაკა.





3. 15/09/2009
ჩემპიონთა ლიგა, 1 ტური
“ციურიხი”–”რეალი” 2:5
გოლები: კრიშტიანუ რონალდუ, 28 (0:1), რაული, 33 (0:2), გონსალო იგუაინი, 46 (0:3), მარგაირაცი, 63 (პენ, 1:3), აიგერტერი, 65 (2:3), კრიშტიანუ რონალდუ, 89 (2:4), გუტი, 90 (2:5)


შემდეგი მატჩი გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი შვეიცარიული ''ციურიხის'' წინააღმდგ. ამ მატჩი ''მადრიდელებმა'' ვერ ვიტყვით, რომ მეტოქე გუნდი იოლად დაამარცხეს თუმცა ანგარიში როგორც ხედავთ სულ სხვა რამეზე მეტყველებს.კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი მიათვალეს რეალის ფეხბურთელებმა საკუთარ აქტივს.





4. 20/09/2009
ლა ლიგა, 3 ტური
“რეალი”–”ხერესი” 5:0
გოლები: კრიშტიანუ რონალდუ, 1 (1:0), 75 (2:0), გუტი, 78 (3:0), ბენზემა, 81 (4:0), რუუდ ვან ნისტელროი, 88 (5:0)

მადრიდის რეალმა პირველივე წუთიდან დაიწყო ხერესის რბევა ხოლო ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, მან გახსნა ამ მატჩში ანგარიში და პირველივე წუთზე დაასამარა ხერესის ფეხბურთელები. მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა ამ მაჩში 13 წუთში მოახერხეს 4 გოლის გატანა თუმცა ამ შედეგით მანუელ პელეგრინი უკმაყოფილო დარჩა. რატომ? ეს არავინ არ იცის მის გარდა...






5. 23/09/2009
ლა ლიგა, 4 ტური
“ვილიარეალი”–”რეალი” 0:2
გოლები: კრიშტიანუ რონალდუ, 2 (0:1), კაკა, 72 (პენ, 0:2)

კიდევ ერთი მატჩი რომელშიც მადრიდელებმა შეძლეს გამარჯვება. ვილიარეალის ფეხბურთელებმა და ვერც მწვრთნელმა ვერაფერი დაუპირისპირა ''მადრიდის რეალს'' ამ მატჩში ბრაზილიელმა კაკამ პირველი გოლი გაიტანა რეალის მაისურით, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ ისევდაისევ აგძელებდა გოლების გატანას. აქვე უნდა აღინიშნოს ფერნანდო გაგოს შესანიშნავი თამაში. მიუხედავად იმისა, რომ მას გოლი არ გაუტანია ამ მატჩში იგი მაინც საუკეთესო იყო მოედნის ცენტრში.







6. 26/09/2009
ლა ლიგა, 5 ტური
“რეალი”–”ტენერიფე” 3:0
გოლები: ქარიმ ბენზემა, 47 (1:0), 58 (2:0), კაკა, 77 (3:0)

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ''ტენერიფეს'' ფეხბურთელებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ თუმცა ყველა წყალს გაატანეს, რის გამოც მეორე ტაიმში სასტიკად დაისაჯნენ. კარიმ ბენზემას დუბით და რიკარდო კაკას ერთი კინკილა გოლის წყალობით რეალის ფებურთელებმა გაიმარჯვეს ამ შეხვედრაშიც.







7. 30/09/2009
ჩემპიონთა ლიგა, 2 ტური
“რეალი”–”მარსელი” 3:0
გოლები: კრიშტიანუ რონალდუ, 58 (1:0), კაკა, 61 (2:0), კრიშტიანუ რონალდუ, 64 (3:0)

პირველი ტაიმი ძალზედ დაძაბული გამოდგა ორივე გუნდი უტევდა თუმცა მადრიდელებმა დაჯაბნეს ''მარსელის'' ფეხბურთელები კლასის ხარჯზე და 6 წუტში მოიგო თამაში. ამ მატჩის მოგებაშიც რათქმაუნდა უდიდესი წვლილი მიუძღვის კრიშტიანუ რონალდუს რომელმაც დუბლის გაფორმება მოახერხა ამ მატჩში.





8. 04/10/2009
ლა ლიგა, 6 ტური
“სევილია”–”რეალი” 2:1
გოლები: ხესუს ნავასი, 34 (1:0), პეპე, 48 (1:1), რენატო, 66 (2:1)

მადრიდის რეალის წაუგებელი სერია სევილიას ფეხბუთელებმა შეძლეს, როგორც ყველას მოგეხსენებათ ''ბლანკოსის'' ფეხბურთელებს ძალზედ უჭირთ ადნალუზიაში თამაში და 4 ოქტომბერსაც ასე მოხდა.ნუ მოკლედ არ გვინდა ამ მატჩზე საუბარი...






9. 17/10/2009
ლა ლიგა. 7 ტური
“რეალი”–”ვალიადოლიდი” 4:2
გოლები: რაული, 13 (1:0), რაული, 18 (2:0), ნუზეტი, 29 (2:1), მარსელო, 46 (3:1), მარკიტოსი, 53 (3:2), იგუაინი, 79 (4:2)

ეს მატჩი იქცა რაულ გონსალეს ბლანკოს ბენეფისად. ბებერმა ლეგენდამ შეძლო და შეასრულა ამ მატჩში დუბლი, მას ასისტენტობა მარსელომ და გრანერომ გაუწია. შემდეგ იყო მარსელოს შესანიშნავი გოლი და ბოლოს მატჩის ბოლო წერტილი გონსალო იგუაინმა დასვა და მადრიდელებმა კიდევ ერთი 3 ქულა მოიპოვეს.







10. 21/10/2009
ჩემპიონთა ლიგა, 3 ტური
“რეალი”–”მილანი” 2:3
გოლები: რაული, 19 (1:0), პირლო, 66 (1:1), პატო, 68 (2:1), დრენტე, 76 (2:2), პატო, 88 (2:3)

ნუ რა შეიძლება ითქვას ამ მატჩზე. ეს იყო უბრალოდ საშინელება, მეკარეების ორმხრივი შეცომები უაზრო გოლები და ა.შ. ბევრი ამ მატჩში წარუმატებლობას რონალდუს, გუტის და იგუაინის ტრავმებს მიაწერდა თუმცა... ვერც კაკამ, ბენზემამ და ხაბი ალონსომ ვერ უშველა მადრიდის რეალს.







გაგრძელება იქნება




By_RealMadridFan dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (206)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)