ფერანანდო მორიენტესი - ლეგენდა

სიმაღლე: 187 სმ.

წონა: 76 კგ.

დაბადების თარიღი: 05/04/1976

ნომერი: 9

პოზიცია: თავდამსხმელი


თავიდან წერდნენ, რომ იგი გავს ბავშვს ანგელოზის სახით, რომელიც კარიერას რაულთან ერთად მადრიდის რეალში დაასრულებს. ფერნანდო მორიენტესი მიეკუთვნება იმ ფეხბურთელთა მცირე რიცხვს, რომლებმაც თავიანთი ტალანტი ახალგაზრდობაშივე გამოავლინეს და დამსახურებულად მოხვდნენ სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში. მისი კარიერის დიდი და ყველაზე მკვეთრი პერიოდი "ბლანკოსთან" არის დაკავშირებული.

ფერნანდო კასერესში დაიბადა, ოთხი წლის ასაკში კი მისმა ოჯახმა თავი ქალაქ სონსეკას მიაშურა (ტოლედოს პროვინცია). ფეხბურთის თამაში მორიენტესმა ალბასეტეში დაიწყო, სადაც ჯერ ახალგაზრდული, ხოლო შემდეგ ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. ამ კლუბს მუდამ უიღბლობა დასდევდა თან, ამიტომ "მორო" იძულებული გახდა შეეცვალა გუნდი და სარაგოსაში გადასვლა გადაწყვიტა, რომელიც ეძებდა მადრიდის რეალში გადაბარგებული ესნაიდერის შემცვლელს.

1995 წლიდან 1997 წლამდე ფერნანდო სარაგოსაში ასპარეზობდა და ორი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. მისმა კარგმა თამაშმა გრანდების ყურადღება მიიპყრო, მათ შორის იყო მადრიდის რალიც. იმ დროს სამეფო კლუბს ფაბიო კაპელო წვრთნიდა და მისი დაჟინებული თხოვნით მორიენტესი მადრიდისტა გახდა. გადმოსვლისთანავე იგი და რაული დამეგობრდნენ, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. ისინი წარმოადგენდნენ ერთი მთელის ორ სხვადასხვა ნაწილს და შექმნეს მრისხანე შეტევის ხაზი. პირველივე სეზონში ფერნანდომ ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო შუკერი, რომელსაც გოლების რაოდენობითაც აჯობა.

მორიენტესი მადრიდის რეალში 2005 წლამდე ირიცხებოდა და ამ ხნის განმავლობაში, მოახერხა მოეგო ყველა საკლუბო ტიტული რისი მოგებაც შეიძლებოდა. მაგრამ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო 2000 წელს სტადიონ სან-დენიზე გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი. იმ დღეს სამეფო კლუბმა ვალენსიას სძლია ანგარიშით 3:0. ამ მატჩში პირველი გოლი სწორედ მორიენტესმა გაიტანა. თუმცა მანამდე ფერნანდომ ჩემპიონთა ლიგის მოგება 1998 წელს მოახერხა და პირველმა სწორედ მან აწია თასი.

8 სეზონის შემდეგ მადრიდის რეალმა მორიენტესი 2003 წელს იჯარით მონაკოში გაუშვა, სადაც მან თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა და კლუბი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო თვითონ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2004 წელს იგი კლუბში დააბრუნეს, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს თავი ლივერპულს მიაშურა. 2005 წელს ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ მორიენტესს ეს პრიზი წილად არ ხვდა, ვინაიდან მას მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჰქონდა ჩატარებული ერთი მატჩი. წითლებთან ერთად ფერნანდომ მოიგო თასების თასი და ინგლისის თასი. ნისლიან ალბიონზე მან 2 სეზონი გაატარა და შემდეგ ვალენსიაში გადავიდა სადაც 3 სეზონი გაჩერდა. 2009 წელს კი კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა ოღონდ ამჟამად მარსელში. მიმდინარე სეზონში ოლიმპიკს ჩემპიონობის დიდი შანსი აქვს, იგი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არის და უახლოეს მდევარს 5 ქულით უწსრებს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ფურია ხორას შემადგენლობაში 1998 წლის 25 მარტს შედგა, როდესაც ესპანელები შვედებს დაუპირისპირდნენ და 4:0 სძლიეს მოწინააღმდეგე. მორიენტესმა კი ნაკრებში გამოძახება დუბლით აღნიშნა. იგი ნაკრების წევრი 9 წლის მანძილზე იყო და ამ დროის განმავლობაში მან 27 გოლის გატანა მოახერხა. იგი ნაკრების საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს: რაული (44), ვილა (36), იერო (29).

მადრიდის რეალის გულშემატკივრებს არასოდეს დაავიწყდებათ ფერნანდოს მიერ გატანილი გოლები და ის ღვაწლი, რომელიც მან რეალისათვის გაწია. იგი იყო სამეფო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ორივე ფეხით ეთამაშა თანაბრად, საჭირო მომენტში გაეკეთებია პასი, მიუხედავად იმისა რომ მისი ზედმეტსახელი "მკვლელი" იყო. dle 10.1

  • SunSay
  • 23 აპრილი 2010
  • 6169
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (219)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)