ფერნანდო რედონდო - „პრინცი“ ადროგედან

ადროგე - ბუენოს აირესის გარე უბანში მდებარე პატარა დასახლებაა.წლების განმავლობაში, ამ ქალაქში აღიზარდა მრავალი პოეტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და თქვენ წარმოიდგინეთ არგენტინის ერთ-ერთი პირველი პრეზიდენტიც.აღნიშნულმა დასახლებამ, საფეხბურთო სამყაროში ერთხელ და სამუდამოდ მაშინ გაისროლა, როდესაც ამქვეყნიერებას მოევლინა ფერნანდო კარლოს რედონდო ნარი უერტა.


ვისაც ფერნანდოს თამაშისათვის თვალი აქვს ნადევნები, დამერწმუნება, რომ ის მსოფლიოს ფეხბურთის საუკეთესო ლეგენდების სიაში ნამდვილად იმსახურებს ადგილს, ხოლო მათ ვისაც რედონდოს თამაში ნანახი არ აქვთ, ძალიან ბევრი დაუკარგავთ.

რედონდო - არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურიაა.ფორმალურად ის საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ, რომელიც საკუთარ თავზე იღებდა როგორც ჩამშლელის, ასევე ასისტენტის ფუნქციებს.

არგენტინელი მოთამაშე ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობითა და საბრძოლო ხასიათით.დღევანდელ „რეალში,“ ლეგენდარული ფერნანდოს ამპლუას ხაბი ალონსო „ირგებს.“ფორმალურად ასეა, თუმცა ნაკლებად შეიძლება ბასკისა და არგენტინელის შედარება.ერთდროულად შეტევის ჩაშლა-წამოწყება, თამაშის საკუთარ თავზე აღება, ბრწყინვალე გრძელი და მოკლე პასები, გამოუვალ სიტუაციაში ფინტის გაკეთება და სისწრაფე - ფერნანდო რედონდოს დამახასიეთებელი თვისებებია.საჭირო მომენტებში ის როგორც მეტოქე ფეხბურთელებს, ასევე თავიანთ თანაგუნდელებსაც ბევრს ურტყამდა ფეხებში.ყველაზე დიდი მინუსი ამ უნიკალური ნახევამრცველისა გახლდათ გამუდმებული ტრავმები.

რედონდო პროფესიონალურ ფეხბურთს 15 წლის ასაკში ეზიარა.მაშინ ის „არგენტინოს ხუნიორსის“ ღირსებას იცავდა.მშობლიურ გუნდში ფერნანდომ 4 სეზონი დაჰყო.მადრიდისტა თავისი გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთელი გოლების გატანაში საკმაოდ მოიკოჭლებდა („არგენტინოსში“ მხოლოდ 1 გოლის გატან შეძლო), თუმცა ასისტენტობაში ბადალი არ ჰყავდა.

80-იანი წლების მიწურულს, ფერბურთელის გადაბირების სურვილი არა ერთ გუნდს გაუჩნდა.მათ შორის, ყველაზე დიდ ინტერესს რედონდოსადმი ესპანური „ტენერიფე“ იჩენდა.არგენტინელებმა მხოლოდ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გაუშვეს ფერნანდო გუნდიდან.მაშასადამე, 1990 წელს მოთამაშე ესპანეთში გადაბარგდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით.

იმ პერიოდში, „ტენერიფე“ ლა ლიგის შუა ნაწილში იყო დამკვიდრებული.გუნდის მთავარი დამრიგებელი ხორხე სოლარი გახლდათ („რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის, სანტიაგო სოლარისა და რედონდოს მომავალი მეუღლის, მარი სოლარის, მამა).1991 წელს პირინეული გუნდის სადავეები, „რეალ მადრიდ კასტილიიდან“ წასულმა, ხორხე ვალდანომ ჩაიბარა.აღსანიშნავია, რომ ვალდანომ დიდი როლი ითამაშა თანამემაულე ფეხბურთელის განვითარებაში.ფერნანდო ახალი მწვრთნელის მეთვალყურეობით საგრძნობლად პროგრესირებდა.

1990 წელს რედონდომ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდანაც მიიღო მოწვევა.ფეხბურთელს შეეძლო მომავალ მუნდიალზე (რომელიც იტალიაში იმართებოდა) გამგზავრება, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მან უარი თქვა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ხორხეს „ხელში“ ფერნანდო „ტენერიფეს“ შეუცვლელი მოთამაშე გახდა.სწორედ ამ ორი არგენტინელის ძალისხმევით, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში „რეალმა“ ვერ მოახერხა ჩემპიონობის ზეიმი (1992 წელს ბოლოს წინა ტურში დაუპირისპირდნენ კლუბები ერთმანეთს.“რეალი“ 2 ქულით უსწრებდა „ბარსას,“ ხოლო „ტენერიფეს“ დამარცხება წყალივით სჭირდება.მატჩის მსვლელობისას მადრიდელები 2-0 იგებდნენ, თუმცა მოწინააღმდეგემ შეძლო ზედიზედ სამი გოლის გატანა და „ბლანკოსის“ უტიტულოდ დატოვება.ასეთივე სურათი განმეორდა მომდევნო წელსაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბოლო ტურში შედგა ვალდანოსა და დედაქალაქელების პაექრობა.ხორხემ არც ამჯერად შეინანა „რეალი“ და კვლავ გამარჯვება მოიპოვა).

1994 წელს, რედონდო გაემგზავრა ამავე წლის მუნდიალზე აშშ-ში, სადაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.ამავე წელსვე, ვალდანომ შემოთავაზება მიიღო „რეალიდან“ და უმალ გადაბარგდა მადრიდში.უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა თანვე გაიყოლა თანამემამულე ფეხბურთელი.ამ უკანასკნელის შეძენა სამეფო გუნდს 5 მილიონი ევრო დაუჯდა.საბოლოო ჯამში „რეალის“ მომავალმა ბურჯმა, 4 წლის განმავლობაში 103 შეხვედრა გამართა „ტენერიფეს“ რიგებში.

დედაქალაქში ფერნანდოს დიდი კონკურენცია დავხდა.სამწუხაროდ, სეზონისწინა შეკრებაზე მან ტრავმა მიიღო და ლა ლიგის დებიუტის გამოტოვება მოუხდა, თუმცა სახმრეთ ამერიკელი, „რკინის“ ხასიათისა და ესპანელი მედიკოსების ძალისხმევით მალევე „დადგა ფეხზე.“გამოჯანმრთელების შემდეგ, მოთამაშემ ძირითადი შემადგენლობიდან ლუის მიო ამოაგდო.1995 წელს მადრიდის „რეალი“ ლა ლიგას დაეუფლა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ახალბედა არგენტინელს.ის ნელ-ნელა მადრიდელი „ინჩასების“ საყვარელი მოთამაშეც გახდა.საინტერესოა, რომ „თეთრების“ ბოსებმა, გუნდში კიდევ ერთი საყრდენი, ფრედი რინკონა, მოიყვანეს, თუმცაღა ამ უკანასკნელმა ვერ გაუძლო რედონდოს კონკურენციას.

1995/96 წლებში „რეალს“ უტიტულო წელი ჰქონდა, რასაც შეეწირა ხორხე ვალდანოც.სწორედ ამ მომენტის შემდეგ დაიწყო სამეფო კლუბში მწვრთნელების პერმანენტული როტაცია.“რეალის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორის გათავისუფლების შემდეგ, გუნდის სათავეში არსენიო იგლესიასი ჩაუდგა, რომელიც მხოლოდ სეზონის ბოლომდე მოძღვრავდა ფეხბურთელებს.შემდეგი დამრიგებელი, ფაბიო კაპელო, იყო.იტალიელი სპეციალისტის სურვილი გახლდათ, „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბად ექცია, თუმცა...

რასაკვირველია, მწვრთნელების პარალელურად გუნდში ახალი მოთამაშეებიც მოდიოდნენ.გამოსარჩევია, ზეედორფისა და ზე რობერტოს შეძენა.ნიშანდობლივია, რომ კლარენსმა და რედონდომ ბრწყინვალე ტანდემი შექმნეს ნახევარდაცვაში, ხოლო რაც შეეხება ზე რობერტოს, მან ვერ დაიმკვიდრა ადგილი ესპანეთში და მალევე დატოვა კლუბი.

1997 წელს მადრიდელებმა 2 ქულიანი ჰანდიკაპით სძლიეს კატალონიელებს და ჩემპიონობაც გაიფორმეს.მიუხედავად ამისა, გუნდი პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა, რაც „ბერნაბეუს“ პუბლიკაში უკმაყოფილებას იწვევდა.საბოლოოდ, „რეალი“ ფერნანდო კაპელოსაც შეელია.

97/98 წ-ში, აპენინელის წასვლის შემდეგ, „ბლანკოსი“ დიდმა გერმანელმა თავკაცმა, იოზეფ ჰეინკესმა ჩაიბარა.დავსძენ, რომ ეს წლები რედონდოსათვის ერთ-ერთი საუკეთესი იყო თავის კარიერაში.გერმანელის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიცაა: რედონდო, რაული, შუკერი, ილგნერი, რობერტო კარლოსი იერო და ა.შ.სწორედ ამიტომაც მოახერხეს მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგება, თუმცა ლა ლიგაში მე-4 საფეხურზე დაასრულეს ჩემპიონატი, რაც კლუბის ბოსებმა მთავარ მწვრთნელს არ აპატიეს და თანამდებობა დაატოვებინეს.

1998 წელს, ფერნანდო რედონდომ კვლავ უარი თქვა საფრანგეთში გასამართ მუნდიალზე.ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ არგენტინელთა იმდროინდელმა თავკაცმა, მოითხოვა ჩემპიონატის წინ უკლებლივ ყველა ფეხბურთელს დაბალზე შეეკრიჭა თმები, მაგრამ მადრიდისტამ თავისი ხასიათისგან გამომდინარე ეს არ გააკეთა.
მუნდიალის დასრულების შემდეგ, „რეალის“ გაწვრთნა გუუს ჰიდინკმა დაიწყო, თუმცა წარუმატებელი მუშაობის გამო იანვარშივე დაატოვებინეს მწვრთნელის სავარძელი და გუნდი ამჯერად ჯონ ტოშაკს უბოძეს.მეტად გამოცდილმა სპეციალისტმა ვერაფერი მოუხერხა „რეალს.“აქედან გამომდინარე, ხელმძღვანელებმა კვლავ განიზრახეს დამრიგებლის როტაცია.

1999 წლის ახალი სეზონი კი „რეალმა“ ვისენტე დელ ბოსკეს თაოსნობით დაიწყო.“ულვაშა“ გამოუცდელი გახლდათ, თუმცა ამან ნამდვილად ვერ შეუშალა ხელი მის ნაყოფიერ მუშაობას.ესპანელმა მწვრთნელმა სრული ნდობა გამოუცხადა რედონდოს.სწორედ დელ ბოსკეს დროს შეძლო არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტიტულის მოგება.ალბათ, ყველას გახსოვთ განუმეორებელი სეზონი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც ლიგის ნახევარ ფინალში გააკეთა რედონდომ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერის“ წინააღმდეგ.

ფერნანდო რედონდოს ხანა სამეფო გუნდში, ფლორენტინო პერესის მოსვლის შემდეგ დასრულდა.გალაქტიკოსის ერის დაწყების შემდეგ, სამხრეთ ამერიკელის ადგილი სამეფო გუნდში აღარ მოიძებნა.დონ პერესმა „მილანთან“ აწარმოა მოლაპრაკებები და სწორედ იტალიაში გადახვეწა ფეხბურთელი.

ბრწყინვალე ფეხბურთელმა და სამართლიანმა ადამიანმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი პრინციპულობით, აუღელვებლად ჩაალაგა ბარგი და მილანში გაფრინდა.სამწუხაროდ, მან იქ ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო.დასაფასებელია ის, რომ გამოჯანმრთელების ეტაპის დროს, რედონდომ უარი თქვა ხელფასზე, სახლზე და მანქანაზე.ის „როსონერის“ რიგებში 4 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, თუმცა აქედან მხოლოდ 16 შეხვედრა ჩაატარა.თანაგუნდელები მას ძალიან თბილად ეპყრობოდნენ.

თექვსმეტი თამაშიდან ერთი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგაც ჰქონდა ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგაზე.მატჩის შემდგომ მან განაცხადა, რომ ყველაზე რთული შეხვედრა გამართა თავის კარიერაში.

„პრინცმა,“ მას ასე ეძახდნენ მადრიდში, 2004 წელს გადაწყვიტა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება.რედონდოს უამრავი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.შესაძლებელია ის, მხოლოდდამხოლოდ მადრიდის „რეალისაგან“ ელოდებოდა შემოთავაზებას.

ამჟამად რედონდო მშვიდ ოჯახურ ცხოვრების მისდევს არგენტინის დედაქალაქში.ადროგელმა „პრინცმა“ ყველაფერი გაიღო სამეფო გუნდისათვის.ჩვენ, „ბლანკოსის“ რიგით ქომაგებს ისღა დაგვრჩენია კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ფერნანდო რედონდოს გაწეული შრომისათვის.დიდი მადლობა ფერნანდო... dle 10.1

  • Undecima
  • 1 თებერვალი 2010
  • 7119
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 0
2 მესი 0
3 სუარესი 0
4 გრიზმანი 0

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 ტოტენჰემი 6 5 1 0 16
2 რეალი 6 4 1 1 13
3 დორტმუნდი 6 0 2 4 2
4 აპოელი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

უნდა დარჩეს თუ არა ბენზემა მადრიდის „რეალში?

დიახ
არა



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2018 (219)
ივნისი 2018 (296)
მაისი 2018 (374)
აპრილი 2018 (359)
მარტი 2018 (445)
თებერვალი 2018 (371)