"ხეტაფე" – "რეალი" [პრევიუ 2] » HALAMADRID.GE - სამეფო გუნდის ქართული ფან-კლუბი

"ხეტაფე" – "რეალი" [პრევიუ 2]

სიახლეები 0 650 4 თებერვალი 2012 tata
მოგეხსენებათ, რამდენიმე საათში მადრიდის "რეალი" გასვლაზე "ხეტაფეს" დაუპირისპირდება და შეეცდება მორიგი სამი ქულის ჩაწერას აქტივში. ეს მატჩი, საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, ვინაიდან "ლურჯებმა" დაამარცხეს ისეთი მეტოქეები, როგორებიც არიან "ბარსელონა", "სევილია" და "ატლეტიკო" საკუთარ კედლებში. მადრიდელებს, ასევე ზედიზედ 8 მატჩია არ წაუგიათ.
"ხეტაფე" ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება, რომ აღარაფერი ვთქვათ მადრიდის "რეალზე". ეს ყველაფერი იმის პირობას გვაძლევს, რომ წინ გველის საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა. ცხადია, ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაში ფავორიტი "ბლანკოსია", თუმცა ექსპერტები არაფერს არ გამორიცხავენ. სეზონის პირველი დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა, სადაც მასპინძებმა 4–2 იმარჯვეს.

ცალსახაა, რომ "მერენგები" მოედანზე პირველ ნომრად ითამაშებენ, ხოლო მეტოქე გუნდი მეორე ნომრად წარსდგება მწვანე მინდორზე. ჟოზე მოურინიოს სურს თვის პირველი შეხვედრა გამარჯვებით დაიწყოს და არ დაკარგოს მნიშვნელვოანი ქულები, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.

ლუის გარსიას და ისევე, როგორც ჟოზე მოურინიოს შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვთ. "აზოლანესებს" ვერ დაეხმარებიან ალბერტო ლოპო, რაფა და დავიდ გიუზა, ხოლო სტუმრების თადარიგში არ იქნებიან მარსელო, დი მარია და სამი ხედირა. საეჭვო იყო ჩაბი ალონსოს გამოჩენაც, თუმცა სავარაუდოდ, იგი მცირე დორით მაინც ითამაშებს. გუნდს, ასევე სერხიო რამოსიც დაუბრუნდა. როგორც იცით, ესპანელ მცველს დისკვალიპიკაცია ჰქოდნა.

პორტუგალიელი სპეციალისტის შეგირდები "ლა ლიგას" ერთპიროვნულად და დამაჯერებლად ლიდერობენ, ლუისის ბიჭები კი მე–9 პოზიციაზე იმყოფებიან 27 ქულით. მიმდინარე სეზონში, "ლურჯებმა" 7-ჯერ მოიგეს, 6–ჯერ ფრედ ითამაშეს და 7–ჯერ მარცხი იგემეს. "თეთრებმა" მოგება 17–ჯერ მოახერხეს, ფრე მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დააფიქსირეს, 2–ჯერ კი დამარცხდნენ.

"ხეტაფე" – "რეალი" [პრევიუ 2]


"ხეტაფე" განსაკუთრებით ყურადღებით რონალდუს მიმართ უნდა იყოს, რომელიც საკმაოდ ბევრ გოლს იტანს ამ გუნდთან. კრიშტიანუმ გარსიას გუნდთან 4–ჯერ ითამაშა და 8 გოლი გაიტანა, რაც სასიამოვნო ფაქტი თანაქალაქელებისთვის ნამდვილად არაა.

"ხეტაფე" – "რეალი" [პრევიუ 2]


ეს გუნდები ერთმანეთს "ლა ლიგაში", კერძოდ "ალფონსო პერესზე" 7–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 3–ჯერ "რეალმა" მოიგო, ამდენჯერვე "ხეტაფემ", ხოლო ერთი მატჩი ყაიმით დასრულდა.

"ხეტაფე" – "რეალი" [პრევიუ 2]


Realmadrid.com

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

გამოკითხვა

2011/2012 წ.წ. სეზონის საუკეთესო მოთამაშეა...
კასილიასი
პეპე
რამოსი
მარსელო
არბელოა
ალონსო
ხედირა
იოზილი
კაკა
დი მარია
ბენზემა
იგუაინი
რონალდუ

HalaMadrid.Ge On Facebook

შემდეგი მატჩი

წინა მატჩი

"ლა ლიგის" ცხრილი

გუნდი
1 რეალი 38 32 4 2 100
2 ბარსელონა 38 28 7 3 91
3 ვალენსია 38 17 10 11 61
4 მალაგა 38 17 7 14 58
5 ატლეტიკო 38 15 11 12 56
6 ლევანტე 38 16 7 15 55
7 ოსასუნა 38 13 15 10 54
8 მალიორკა 38 14 10 14 52
9 სევილია 38 13 11 14 50
10 ბილბაო 38 12 13 13 49
11 ხეტაფე 38 12 11 15 47
12 სოსიედადი 38 12 11 15 47
13 ბეტისი 38 13 8 17 7
14 ესპანიოლი 38 12 10 16 45
15 რაიო 38 13 4 21 43
16 სარაგოსა 38 12 7 19 43
17 გრანადა 38 12 6 20 42
18 ვილიარეალი 38 9 14 15 41
19 სპორტინგი 38 10 7 21 37
20 რასინგი 38 4 15 19 27

"ლა ლიგის" ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 50
2 რონალდუ 46
3 ფალკაო 24
4 იგუაინი 22

ჩემპიონთა ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ლიონი 6 2 2 2 8
3 აიაქსი 6 2 2 2 8
4 ზაგრები 6 0 0 6 0
ჩ.ლ. 1/8 ფინალი ცსკა 1-1 რეალი
ჩ.ლ. 1/8 ფინალი რეალი 4-1 ცსკა
ჩ.ლ. 1/4 ფინალი აპოელი 0-3 რეალი
ჩ.ლ. 1/4 ფინალი რეალი 5-2 აპოელი
ჩ.ლ. 1/2 ფინალი ბაიერნი 2-1 რეალი
ჩ.ლ. 1/2 ფინალი რეალი 2-1 ბაიერნი

არქივი

მაისი 2012 (198)
აპრილი 2012 (383)
მარტი 2012 (491)
თებერვალი 2012 (467)
იანვარი 2012 (374)
დეკემბერი 2011 (370)