მარსელოსა და ალონსოს სამედიცინო დასკვნები
როგორც დღეს გაცნობეთ, მარსელო და ალონსო "ხეტაფესთან" მატჩს გამოტოვებენ. ამის მიზეზი კი "სარაგოსასთან" მიღებული ტრავმები გახლავთ. დღეს, ფეხბურთელებმა შემოწმება გაიარეს და ცოტა ხნის წინ, მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მათი სამედიცინო დასკვნები გამოაქვეყნა. როგორც იტყობინებიან, ორივე ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის კუნთები აქვს დაჭიმული...
რეკორდსმენი ჩემპიონი???
მოკლედ, 7 ქულიანმა ჰანდიკაპმა, სრულიად მადრიდიზმს ჩემპიონობის იმედი ჩაგვისახა.ტიტული ნამდვილად არ გვიჭირავს ხელში, მაგრამ კარგად გვესმის, რომ ამისკენ დიდი განაცხადი გავაკეთეთ.
"ხეტაფესთვის" მზადება დაიწყო
როგორც უკვე გაუწყეთ, მადრიდის "რეალმა" "ხეტაფესთან" მოსამზადებელი პირველი ვარჯიში გამართა.
კალეხონი: "მწვრთნელმა გვითხრა, რომ 7 ქულა არაფერია"
დღევანდელი სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ, ხოსე კალეხონმა საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ალტინტოპი : "მცველად ხშირად მითამაშია"
მადრიდის "რეალის" თურქმა მოთამაშებ, ჰამიტ ალტინტოპმა განაცხადა, რომ მისთვის მარჯვენა მცველად თამაში უცხო ნამდვილად არ არის...
გრანერო : "ალონსოს შეცვლა ურთულესი საქმეა"
ესტებან გრანერომ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს ტრავმა სამეფო კლუბისთვის ძალიან ცუდია, რადგან მისი შეცვლა დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული...
მადრიდელთა შემობრუნებული მატჩები
მიმდინარე სეზონში, სულ 6–ჯერ დაფიქსირდა ისეთი შეხვედრა, როცა მადრიდის "რეალმა" პირველი არ გაიტანა გოლი, თუმცა მაინც მოიგო. ამის გაკეთება ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა დასაფასებელია "მერენგთა" თავდადება და შრომა, რათა მათ ამ მატჩებში სასურველი შედეგი, ანუ სამი ქულა მიიღეს.
არბიტრი – აია გომესი
SFF - მიერ ცნობილი გახდა, თუ ვინ იმსაჯებს "პრიემრა დივიზიონის" 21–ე ტურის მატჩებში. როგორც იცით, მადრიდის "რეალი" გასვლაზე "ხეტაფეს" დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩს ტრადიციულად ესპანელი არბიტრი, აია გომესი განსჯის, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა "ლა ლიგის" რეფერთა შორის.
ვარჯიში განახლდა
მადრიდის "რეალის' ფეხბურთელებმა, დღეს კვირის რიგით მეორე ვარჯიში გამართეს, ადგილობრივი დროით 10:30 საათზე. მათი მომდევნო მეტოქე "ხეტაფეა" და შესაბამისად, მზადება სწორედ დაგეგმილი მატჩისთვის მიმდინარეობს. გუნდს არ ჰყავს ანხელ დი მარია და ხედირა, ასევე ტრავმირებულთა სიას ჩაბი ალონსო და მარსელო უერთდებიან. ავქე გეტყვით, რომ სესია ჯერ არ დასრულეულა.
რონალდუ ოქროს ბუცისკენ მიიწევს
მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ უფრო გააუმჯობესა თავისი შედეგი გოლების მხრივ. შესაბამისად, მას ძალიან კარგი შანსი ეძლევა, რათა მიიღოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო, სახელად ოქროს ბუცი. ეს იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომელიც საკუთარ ჩემპიონატში იტანს ყველაზე მეტ გოლს და ქულებით უსწრებს დანარჩენი ჩემპიონატების ბომბარდირებს.
1,30 "რეალის" ჩემპიონობას
პრიმერა დივიზიონში გამართულმა მე-20 ტურმა, კოეფიციენტების მხრივ სიტუაცია შეცვალა ბუქმეიქერულ კანტორებში.
კარლოსი: "რეალს ორივე ტიტულის მოგება შეუძლია"
სამეფო კლუბის ლეგენდა რობერტო კარლოსი, "რეალში" განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მარსელო და ალონსო "ხეტაფესთან" არ იქნებიან
როგორც იცით, გასულ უექმეებზე, "სარაგოსასთან" მატჩში, დაზიანებები მიიღეს მარსელომ და ალონსომ.
მოურინიო "ცსკა"-ს თამაშზე
სამეფო კლუბის დამრიგებელმა, უქმე დღეს გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის მეტოქის მატჩზე დასწრება.
Marcelo Best Skills And Defence
სულ რამდენიმე საათის წინ გამოსული ვიდეო მარსელოზე.. შებრძანდით სრულიად წაკითხვაში და იხილეთ..
დღეს მე–20 ტური დასრულდება
როგორც იცით, გუშუნ გაიმართა "პრიმერას" მე–20 ტურის დარჩენილი მატჩები, სადაც რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა. აღნიშნული რაუდნის ბოლო შეხვედრა, დღეს გაიმართება მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ოსასუნას" შორის.
ედგარ იანკაუსკასი: "მაურინიოს ფეხბურთისადმი ხედვა საკმაოდ უჩვეულოა"
მოსკოვის "ლოკომოტივის" ამჟამინდელი დამრიგებელი ედგარ იანკაუსკასი, რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესთან", ჟოზე მაურინიოზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ იანკაუსკასი 2002–2005 წლებში "პორტოს" შემადგენლობაში გამოდიოდა, რომელსაც ჟოზე მაურინიო წვრთნიდა.
მოუ: "7 ქულა არაფრის მთქმელია"
სამეფო კლუბის დამრიგებელმა, პრესასთან კომენტარი ჩაწერა.
უფასო ბილეთები ქომაგებს
როგორც მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელებმა და სპონსორთა ჯგუფმა გადაწყვიტეს, 5 თებერვალს გასამართი მატჩისთვის, სადაც "კასტილია" საკუთარ არენაზე "კუროხოს" უმასპინძლებს, მცირე საჩუქარი გაუკეთდება ქომაგებს. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ნებისმიერ ქომაგს შეუძლია, რომ შეიძინოს მატჩზე დასასწრები ბილეთი უფასოდ.
არტურმა კალეხონის მაისური მოიგო
როგორც მოგეხსენებათ, კალეხონი სოციალურ ვებ–გვერდ Facebook–ის საშუალებით, ათამაშებდა მადრიდის "რეალის" მაისურს, რომელსაც ზედ მისივე ხელმოწერა დაამშვენებდა. ეს მაისური განელმა ახალგაზრდამ, იუვენტიუს არტურმა მოიგო, რითაც იგი უზომოდ ბედნიერია.

