რონისა და სერესოს სიტყვიერი დაპირისპირება
როგორც გაუწყეთ, რამდენიმე დღის წინ, გამოცემა "ას"-მა კრიშტიანუ რონალდუ დააჯილდოვა.
ალონსოს გარეშე ხშირად ვაგებთ
როგორც იცით, პრიმერა დივიზიონის მომდევნო შეხვედრას, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ჩაბი ალონსო.
წიგნი იკერ კასილასზე
დღეს საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გაიმართა მადრიდიში, სადაც ქალაქის ერთ–ერთმა საუკეთესო მწერალმა, ენრიკე ორტეგომ საკმაოდ კარგი წიგნის პრეზენტაცია წარმოგვიდგინა. წიგნის, რომელიც იკერ კასილასზე არის დაწერილი შემდეგი სათაურით "იკერ კასილასი – თავმდაბალი ჩემპიონი".
ოფიციალური განცხადება
მადრიდის "რეალის" საკალათბურთო გუნდმა ახალი მოთამაშე შეიძინა, კერძოდ კი კელი სინგლერი. ამერიკელი კალათბურთელი "ალისანტედან" იქნა გადმოყვანილი. ჯერ–ჯერობით უცნობია კონტრაქტის პირობები და დეტალები.
არბელოა:"სწორი მიმართულებით მივდივართ"
მადრიდის "რეალის" მცველმა, ალვარო არბელოამ, განაცხადა, რომ მისი გუნდი სწორი მიმართულებით მიდის.
ფელიპე კისნერომ მოურინიოს მაისური მიიღო
მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ საკუთარი მაისური გაათამაშა, გამარჯვებული კი ახალგაზრდა ყმაწვილი, ფელიპე კისნერო გახლდათ. დღეს გამარჯვებულს სამეფო კლუბის ადმინისტრაციამ მაისური გადასცა, ფელიპეს ბერნებეუს სტადიონისა და შიდა სამზარეულოს ნახვის საშუალებაც მიეცა, მას სტადიონზე ექსკურსია მოუწყვეს.
ალონსო:"გუნდი ფანტასტიურ ფორმაშია"
ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რის გამოც შესაბამისი შედეგი აქვს.
მზადება გრძელდება
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი ვარჯიში გამართეს. მოურინიოს გუნდი ხიხონის სპორტინგის დასამარცხებლად ემზადება, რათა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყაროს...
კარვალიოს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა
მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ გვერდმა რიკარდო კარვალიოს სამედიცინო დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ პორტუგალიელ მცველს მარჯვენა მუხლზე აქვს დაზიანება. ჯერ-ჯერობით არ სახელდება რიკის "ლაზარეთში" ყოფნის დრო, იგი განაგრძობს აღდგენით პროცესს.
გრანერო : "ზამთრის ტრანსფერებამდე ვერაფერს გეტყვით"
მოგეხსენებათ, ესტებან გრანეროს შეძენით ლონდონის "არსენალი" ინტერესდება. "მეთოფეები" მზად არიან ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გაიღონ. თემასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა...
ლა ლიგის ყველაზე ეფექტური ფორვარდი გონსალოა
მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე რეგულარულად ვერ თამაშობს, გოლების გატანას მაინც ახერხებს. პიპიტას ანგარიშზე 13 შეხვედრაში 12 გოლია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოს, რომ არგენტინელი მოთამაშე ყველა მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან არ იწყებს და მოედანზე შესვლისთანავე ახერხებს მეტოქის კარის აღებას. მისი საშუალო მაჩვენებელი 53 წუთში ერთი გოლია, რაც შესანიშნავ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
Sergio Ramos - The Universal
ძალიან კარგი ვიდეო სერხიო რამოსზე.. შებრძანდით სრულიად წაკითხვაში და იხილეთ ვიდეო
არბელოა: "სპორტინგი დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს"
სამეფო კლუბის განაპირა მცველმა ალვარო არბელოამ, "ჯილეტის" პრეზენტაციაზე "მარკასთან" ისაუბრა.შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და სავრაუდოდ, ხიხონში გამეგზავრება გუნდთან ერთად.
ჩემპიონობის 20 %-იანი შანსი
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის თავზე, სამეფო კლუბს 6 ქულიანი ჰანდიკაპი აკავშირებს "ბარსელონასთან."
აგენტი : "კაკას არ სურს "პსჟ"-ში გადასვლა
პარისენჟერმენის გენერალური დირექტორი ფარ-ხმალს არ ყრის და ბრაზილიელი კაკას შესაძენად ყველაფერს აკეთებს, ფრანგული კლუბის წარმომადგენლები მთელი ძალით ცდილობენ მოლაპარაკებების დაწყებას და ნახევარმცველის გადაბირებას, დღეს რიკის აგენტმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა...
გუტი : "ევროპაში აღარ ვითამაშებ"
სამეფო კლუბის ყოფილმა ვიცე კაპიტანმა, ხოსე მარია გუტიერესმა განაცხადა, რომ იგი ევროპაში აღარ ითამაშებს...
შაჰინის კვირა
მოგეხსენებათ, 5 ყვითელი ბარათის გამო, ხიხონში თანაგუნდელებთან ერთად არ გაემგზავრება ჩაბი ალონსო.
"კასტილიის" შესანიშნავი შედეგი
როგორც მოგეხსენებათ, "სეგუნდა B" ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი. ალბათ უკვე იცით, რომ "რეალ მადრიდ კასტილია" თავის ჯგუფში პირველ პოზიციას იკავსებს 33 ქულით, რაც ყველა ჯგუფის ლიდერის ქულებს აღემატება.
ვარჯიში რონალდუს გარეშე
დღეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს და მზადებას შეუდგნენ "სპორტინგთან" მატჩისთვის. სესიას მადრიდელთაგან 23 მოთამაშე ესწრებოდა. სასიხარულოა, რომ კაკამ და არბელოამ ბურთთან ერთად ივარჯიშეს, თუმცა კრიშტიანუ რონალდუმ სამწუხაროდ ვარჯიში გამოტოვა, ვინაიდან მას მარცხენა კოჭის დაზიანება აღენიშნება.
რონალდუს სამედიცინო დასკვნა
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში ტრავმა მიიღო. პორტუგალიელს მარცხენა ფეხის კოჭის დაზიანება აღენიშება, თუმცა ჯერ–ჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის გამოჯანმრთელდება ზემოდ ხსენებული ფეხბურთელი.



