ამ სტატიაში მოგითხრობთ კრისტიანო რონალდოს ბიოგრაფიაზე.

დაბადების ადგილი: მადეირა,პორტუგალია

დაბადების თარიღი: 05/02/1985

პოზიცია: ნახევარმცველი

წონა: 80 კგ

სიმაღლე: 185 სმ

ეროვნება: პორტუგალიელი

კრისტიანო რონალდო დაიბადა პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე.პროფესიონალური კარიერა დაიწყო კლუბ "ანდორინია დე სანტო ანტონიო"–ში.10 წლის ასაკში მასზე "ნადირობა" დაიწყეს უფრო დიდმა კლუბებმა.რონალდო გადავიდა კლუბ "ნასიონალში",სადაც ის გაიზარდა,როგორც ფეხბურთელი.ერთი წლის შემდეგ კრისტიანომ ლისაბონის "სპორტინგთან" გააფორმა კონტრაქტი.ამ მომენტისათვის კრისტიანო ითვლება "სპორტინგის" პირველ ფეხბურთელად,რომელმაც გაიარა ყველა აკადემიური სკოლა.

გადამწყვეტი მომენტი კრისტიანოს ცხოვრებაში გახლდათ ამხანაგური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ მან მიიპყრო სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება.ფერგიუსონი გამოტყდა,რომ მისი შეგირდები უძლური იყვნენ რონალდოს წინააღმდეგ.ისეთმა ფეხბურთელებმა,როგორებიც იყვნენ როი კინი და რუუდ ვან ნისტელროი,ფერგიუსონს ურჩიეს გაეფორმებინა კონტრაქტი პორტუგალიელთან.მას შემდეგ რაც "მანჩესტერმა გადაიხადა რონალდოში 12.24 მლნ.ფუნტი სტერლინგი (ეს თანხა ითვლება რეკორდად ახალგაზრდა ფეხბურთელებში),კრისტიანომ მოაწერა ხელი მანკუნიანელებთან.

პირველივე სეზონში რონალდომ აჩვენა ყველას,რომ ბევრის გაკეთება შეეძლო.2004 წლის ინგლისის თასის ფინალში მან გაიტანა თავისი პირველი გოლი "მანჩესტერის" შემადგენლობაში.საბოლოონ სერ ალექსის გუნდმა მოიგო ის მატჩი.მეორე სეზონში რონალდო გახდა ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი FIFAPro–ს ვერსიით.კრისტიანო "წითელი ეშმაკების" ისტორიაში შევიდა,რომელმაც გაიტანა გუნდის მეათასე გოლი პრემიერლიგის ისტორიაში.შემდეგ წელს ფეხბურთელს გააქვს 17 გოლი და ბომბარდირებში იკავებს მეორე ადგილს.2006/07 წლების სეზონში რონალდო ხდება პრემიერლიგის ჩემპიონი.

შემდეგ სეზონებში რონალდომ უკვე შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა.2008 წელს "ბოლტონის" კარში გატანილი 2 გოლის შემდეგ კრისტიანომ გაიტანა თავისი 33–ე გოლი სეზონში და გააუმჯობესა ჯორჯ ბესტის რეკორდი,რომელსაც გატანილი ჰქონდა 32 გოლი.პორტუგალიელმა იმავე სეზონში მოიგო ინგლისის თასი,სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა.ის ასევე არ დარჩენილა ინდივიდუალური ტიტულების გარეშე:ის გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი,მიიღო "ოქროს ბურთი",როგორც ევროპის საუკეთესო მოთამაშემ,გახდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე FIFAPro–ს ვერსიით,კლუბის საუკეთესო თავდამსხმელი UEFA-ს ვერსიით და გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

რონალდო მხოლოდ 24 წლისაა და არის პორტუგალიის ნაკრების ვიცე–კაპიტანი(კაპიტანი ნუნუ გომეშია).მისი დებიუტი ნაკრებში შედგა 2003 წლის 20 აგვისტოს ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ.მან წარადგინა ნაკრები ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე.მაშინდელი ნაკრების მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარის არ სურდა წაეყვანა ევროპის ჩემპიონატზე კრისტიანო,მაგრამ ჟურნალისტების და ფანების თხოვნის შემდეგ იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა.პორტუგალიელი ვარსკვლავი იყო ერთ–ერთი ლიდერი ევროპის ჩემპიონატზე თავის ნაკრებში.2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდომ გუნდი გაიყვანა ნახევარფინალში,მაგრამ მარცხი განიცადეს საფრანგეთის ნაკრებთან,ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში წააგეს გერმანელებთან.

საინტერესო ფაქტები ცხოვრებიდან:

კრისტიანო რონალდოს ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა,რაც ხელი მოაწერა კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან".ის თვეში ხელფასის სახით იღებდა 1500 ევროს,შემდეგ კი გაუმჯობესდა მისი ხელფასი და უკვე იღებდა 150 000 ევროს თვეში.

კარიერა რონალდომ დაიწყო კლუბ "ანდორინიაში",სადაც მამამისი მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად.

მას დაარქვეს რონალდო რონალდ რეიგანის საპატივცემულოდ,რომლითაც მოხიბლულნი იყვნენ კრისტიანოს მშობლები.

მიღწევები:

პორტუგალიის სუპერლიგა: 2002

ინგლისის თასი: 2004

ინგლისის ლიგის თასი: 2006,2009

პრემიერლიგა: 2007,2008,2009

ინგლისის სუპერთასი: 2007,2008

ჩემპიონთა ლიგა: 2008

მსოფლიო ჩემპიონატი კლუბებს შორის: 2008

ინდივიდუალური მიღწევები:

ბრავოს ტროფეი: 2004

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი FIFAPro–ს ვერსიით: 2006,2007

საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი: 2006,2007

პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: 2007

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2008

ოქროს ბუცის მფლობელი: 2008

საუკეთესო ფეხბურთელი UEFA-ს ვერსიით: 2008

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFAPro–ს ვერსიით: 2008

"ოქროს ბურთის" მფლობელი: 2008

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით: 2008

კარიერა:

"სპორტინგი"(ლისაბონი)–(2001–2003)

"მანჩესტერ იუნაიტედი"–(2003–2008)

"რეალი"–(2009–დღემდე) dle

8 სექტემბერი 2009
0
8932

რეკლამა

კლუბის ამბები

"ლა ლიგის" ცხრილი

"ლა ლიგის" ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რონალდუ 16
2 ნეიმარი 9
3 მესი 7
4 ბაკა 6

სარეკლამო ადგილი

ჩემპიონთა ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 3 3 0 0 9
2 ლივერპული 3 1 0 2 3
3 ბაზელი 3 1 0 2 3
4 ლუდოგორეცი 3 1 0 2 3

რეკლამა

HalaMadrid.Ge On Facebook

შემდეგი მატჩი

წინა მატჩი

რეკლამა

გამოკითხვა

რომელი დუეტი უნდა ამაგრებდეს დაცვის ცენტრს?
რამოსი-პეპე
რამოსი-ვარანი
პეპე-ვარანი

სარეკლამო ადგილი

არქივი

ნოემბერი 2014 (5)
ოქტომბერი 2014 (649)
სექტემბერი 2014 (587)
აგვისტო 2014 (598)
ივლისი 2014 (689)
ივნისი 2014 (579)